ბენედიქტ დიბოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენედიქტ დიბოვსკი
Benedykt Dybowski 1.PNG
დაბ. თარიღი 30 აპრილი (12 მაისი) 1833[1]
დაბ. ადგილი Q30092809?
გარდ. თარიღი 31 იანვარი 1930(1930-01-31)[2] (96 წელი)
გარდ. ადგილი ლვოვი[3]
დასაფლავებულია ლიჩაკოვის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
პოლონეთი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Jan Hirschler
Benedykt Dybowski ვიკისაწყობში

ბენედიქტ დიბოვსკი (პოლ. Benedykt Tadeusz Dybowski; რუს. Дыбовский, Бенедикт Иванович; დ. 30 აპრილი, 1833 — გ. 31 იანვარი, 1930) — პოლონელი გეოგრაფი, ზოოლოგი, მედიკოსი, ლინგვისტი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1928). დერპში, ბრესლავსა და ბერლინში შეისწავლა მედიცინა და საბუნებისმეტყველო დარგები. ვარშავის უნივერსიტების პროფესორი პალეონტოლოგიისა და ზოოლოგის დარგში. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის შესწავლის საქმეში. 1863 წლის პოლონეთის აჯანყების აქტიური მონაწილე, ბელორუსიასა და ლიტვაში იყო ამბოხებულების კომისარი. ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა ოტო ფონ ბისმარკისა და გერმანელი ზოოლოგების მიერ მის დასაცავად გატარებული აქტიური კამპანიის შედეგად 1864 წელს სასჯელი შეუცვალეს 15 წლიანი კატორღით ციმბირში გადასახლებით. ციმბირში ყოფნისას გამოიკვლია ბაიკალის ტბა, მდინარე ამური და გაამდიდრა ზოოლოგია რიგი ახალი აღმოჩენებით.

1877 წელს დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა სულ მალე კამჩატკის შესწავლის სურვილით გატაცებული ქალაქ პეტროპავლოვსკში ხდება საოლქო ექიმი. გარკვეული დროის შემდეგ ლვოვში მიენიჭა პროფესორის წოდება. მისი მრავალრიცხოვანი სტატიები ზოოლოგიის დარგში დაიბეჭდა რუსულ, პოლონურ და გერმანულ ჟურნალებში. ავტორია 175-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. მის მიერ შედგენილი ლექსიკონები გამოიცა პოლონეთის აკადემიაში 5 ტომად. სიცოცხლის ბოლო წლებში დაკავდა ბაიკალის ტბის ფაუნის და მოლუსკების სისტემიტიკის შესწავლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვებ-გვერდი შემოწმებული თებერვალი 14 2017:
  2. Record #119401371 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 28 2014:
  3. Record #119401371 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 31 2014: