ბენარათერიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბენარათერიუმი (ლათ. Benaratherium), გიგანტური ურქო მარტორქების გვარი ინდრიკოთერიუმების ამომწყდარი ჯგუფის გვარი. გავრცელებული იყო ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ოლიგოცენში (დაახლოებით 25 მლნ. წლის წინათ). სხვა ინდრიკოთერიუმებისაგან განსხვავდებოდნენ შედარებით ნაკლები სიდიდით და კიდურების მეტი მოხდენილობით. ცნობილია მხოლოდ მისი ტიპობრივი სახეობა Benaratherium Callistrati, რომელიც ნაპოვნია სოფელ ბენარის (საქართველო, ადიგენის რაიონი) მიდამოებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]