ბელსკის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელსკის ნაქალაქარი, სკვითების უდიდესი გამაგრებული სამოსახლო (ძვ. წ. VI — ახ. წ. I სს) ახლანდელი სოფ. ბელსთან (პოლტავის ოლქი, უკრაინა). 1906 წელს შეისწავლა ვ. გოროდცოვმა. შედგება ორი გამაგრებული დასახლებისაგან — დასავლეთი (ფართობი 90 ჰა, გარს არტყია 3,5 კმ სიგრძის მიწაყრილი) და აღმოსავლეთი (ფართობი 82 ჰა, მიწაყრილის სიგრძე 4 კმ). მათ შორის მოქცეული ტერიტორია შემოზღუდული იყო (ზღუდის სიგრძე დაახლოებით 30 კმ). აღმოჩენილია ნახევრად მიწურ საცხოვრებელთა ნაშთები და საქონლის უზარმაზარი ბაკები. განვითარებული იყო მჭედლობა და სპილენძის წარმოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]