ბელოოზეროს სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის დიდი სამთავროს გაფართოება და მასში ბელოოზეროს სამთავროს მოქცევა.

ბელოოზეროს სამთავრო, (რუს. Белозерское княжество) — რუსეთის სამთავრო (1238 წელს გამოეყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს), მთავარი ქალაქი — ბელოოზერო (ახლანდელი ბელოზერსკი). პირველი მთავარი იყო გლებ ვასილკოვიჩი (დაახლოებით 1238—1278). მის დროს ბელოოზეროს სამთავროში შედიოდა ტბა ბელოვ-ოზეროს აუზი, მდინარე შექსნის ქვემო დინება და კუბენის ტბა. XIV საუკუნის I ნახევარში დაკარგა დამოუკიდებლობა. 1389 წელს მოსკოვის დიდი სამთავროს საუფლისწულო გახდა, 1486 წლიდან — რუსეთის სახელმწიფოს მაზრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]