ბელოკალიტვინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელოკალიტვინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
48°10′43″ ჩ. გ. 40°46′38″ ა. გ. / 48.17861° ჩ. გ. 40.77722° ა. გ. / 48.17861; 40.77722
დაარსდა 1996
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ბელაია-კალიტვა
დირექტორი ვალენტინ ხლებნოვი
ოფიციალური საიტი http://museum-kalitva.rnd.muzkult.ru[1]
Map

ბელოკალიტვინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ბელაია-კალიტვაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1996 წელს.

მუზეუმის მისამართი: 347040, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბელაია-კალიტვა, ბოლშაიის ქუჩა № 2[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა 1996 წელს ბელოკალიტვინის რაიონის ადმინისტრაციის მიერ. მათი დადგენილების თანახმად, მუზეუმს გადაეცა XIX საუკუნის შენობა, რომელიც არის არქიტექტურლი ძეგლი. მუზეუმის შენობა აგებულია 1886 წელს უსტ-ბელოკალიტვინის კაზაკების სახსრებით და მასში განთავსებული იყო ორკლასიანი სასწავლებელი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს შენობა იყო ქალაქის საშუალო სკოლა № 1. 1996 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარეობდა შენობის რემონტი. 1998 წლის 18 სექტემბრიდან იგი გაიხსნა საზოგადოებისათვის. გახსნა დაემთხვა ქალაქის დაარსების 295-ე წლისთავს.

მუზეუმში წარმოდგენილია შემდეგი კოლექციები: „არქეოლოგია“, „სამოქალაქო და დიდი სამამულო ომები“, „დონის მხარის ბუნება“, „მართლმადიდებლური კულტურის ნივთები“, „მუსიკალური სანთლები“, „ანტიკური სპილენძის, თიხის და ხის ჭურჭელი“ და სურათების გალერეა (გაიხსნა 2005 წელს), რომელშიც დაცულია ადგილობრივი მხატვრების 250 ნახატი[3][4]. 2007 მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს და შექმნეს კომპოზიცია ღია ცის ქვეშ „კაზაკების ეზო“.

ამჟამად მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს 7 000 ექსპონატს.

2008 წელს მუზეუმმა გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში „სამუზეუმო ექსპოზიციის ტექნოლოგიები“, რომელიც მიმდინარეობდა ვ. პოტანინის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით. ფონდის დაფინანსებით შეიქმნა კომპოზიცია „უბრალოდ ცხოვრება. სოციალისტური პროვინცია“, რომელიც დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 2009 წელს[5]. პროექტის ავტორი ლ. საფონოვა გამარჯვებულთა ჯგუფთან ერთად გაემგზავრა ლონდონში სტაჟირებაზე[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]