ბელოგრუდოვოს კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელოგრუდოვოს კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XI —ძვ. წ. VIII საუკუნეების) კულტურა, გავრცელებული უკრაინაში, დნეპრის დასავლეთით, ტყესტეპის ზონაში. ბელოგრუდოვოს კულტურის დამახასიათებელი ძეგლებია ნაცარგორები, რომელთაც ზოგი არქეოლოგი საკულტო ადგილებად მიიჩნევს, ზოგი კი — ნასახლარებად. ბელოგრუდოვოს კულტურის ნასოფლარები, ჩვეულებრივ განლაგებულია მდინარეთა ჭალებში. სახლები ნახევრად მიწურია. იარაღი მზადდებოდა უპირატესად ქვისა და ძვლისაგან, თუმცა გვხვდება ბრინჯაოს ნაწარმიც, უმეტესად, სამკაული. ბელოგრუდოვოს კულტურის ტომები მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ზოგი მკვლევარი ამ ტომებს სლავების წინაპრეპად მიიჩნევს, ზოგი — თრაკიელებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]