ბელოგორის ბუნების ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელოგორის ბუნების ძეგლი

Белогорское урочище

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ვერხნედონის რაიონი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფართობი 166 ჰა
დაარსდა 15 მაისი, 2014
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო

ბელოგორის ბუნების ძეგლი (რუს. Белогорское урочище) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური დაცული ტერიტორია - ბუნების ძეგლი. მდებარეობს ვერხნედონის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, სოფელ მიგულინსკაიიდან, დასავლეთით, მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე. კარპოვის ტყემ ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ადგილობრივი ხელისუფლების 2014 წლის 15 მაისის № 349 გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოგორის ბუნების ძეგლი არის ბუნებრივი წარმოშობის ტყე, სადაც უხვად გვხვდება სხვადასხვა სახეობის მცენარეები, მათ შორის ისინიც, რომლებიც შეტანილია რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის წითელ წიგნში. ბუნების ძეგლის მცენარეულობა ენდემურობით გამოირჩევა.

ბელოგორის ბუნების ძეგლი მდებარეობს ვერხნედონის რაიონის ცენტრალურ ნაწილში, სტანიცა მიგულინსკაიადან დასაცლეთით მდინარე დნის მარჯვენა ნაპირზე, მას უჭირავს მიგულინსკაიის სატყეოს 47 და 48 კვარტალები.

დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობია 166 ჰა. მან ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ოლქის მთავრობის 2012 წლის 8 აგვისტოს № 735 და 014 წლის 15 მაისის № 349 დადგენილებების საფუძველზე. ბუნების ძეგლს აქვს საგანმანათლებლო და ბუნებისდაცვითი მნიშვნელობა.

მცენარეებიდან გავრცელებულია ბუნებრივი წარმოშობის კორომები სტეპის მცენარეულობით. ხეებიდან აქ გვხვდება: მუხა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი, მურყანი და ცირცელი. ასევე ხარობს შოთხვი, ჭანჭყატი და ხეჭრელი, კვრინჩხის მრავალი სახეობა. ფართოდაა ასევე წარმოდგენილი ბალახეული, ველის მცენარეულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "О памятниках природы Ростовской области". Постановление Администрации Ростовской области от 19 октября 2006 года № 418.
  • Миноранский В. А., Демина О. Н. Особо охраняемые природные территории Ростовской области. Ростов-на-Дону, 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]