ბელი (ფილმი, 2013)
იერსახე
| „ბელი“ | |
|---|---|
|
კადრი ფილმიდან | |
| ჟანრი | ბიოგრაფიული დრამა |
| დამდგმელი რეჟისორი | ამა ასანტე |
| გამოსვლის თარიღი | 2013 |
| ხანგრძლივობა | 104 წთ. |
| ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | £6 500 000 |
ბელი (ინგლ. Belle) — რეჟისორ ამა ასანტეს 2013 წლის ბრიტანული ბიოგრაფიული დრამა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში გადმოცემულია XVIII საუკუნის პერიოდის ინგლისელი ადმირალის ჯონ ლინდსის და ზანგი ქალის მარია ბელის უკანონო ქალიშვილის — მულატი დაიდუ ელიზაბეტ ბელის ცხოვრება. დედის გარდაცვალების შემდეგ მამა გოგონას თავის ნათესავებთან დატოვებს აღსაზრდელად. თავად შორეულ ნაოსნობაში მიემგზავრება, საიდანაც ვეღარ ბრუნდება. პატარა დაიდუ ბიძის ოჯახში იზრდება. მან ღირსეული აღზრდა-განათლება მიიღო თავის ბიძაშვილ ელიზაბეტთან ერთად, მაგრამ ინგლისის მაღალი საზოგადოება არ არის მზად მის მისაღებად კანის ფერის გამო. დაიდუ ბევრ წინააღმდეგობას და დამცირებას აწყდება.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუგულეტუ სოფია — ბელი
- ტომ ვილკინსონი — უილიამ მიურეი
- მირანდა რიჩარდსონი — ლედი ეშფორდი
- პენელოპა უილტონი — ლედი მერი მიურეი
- მეტიუ გუდი — სერ ჯონ ლინდსი
- ემილი უოტსონი — ლედი მენსფილდი
- სარა გადონი — ლედი ელიზაბეტ მიურეი