შინაარსზე გადასვლა

ბელისარიო ბეტანკურ კუარტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელისარიო ბეტანკურ კუარტასი
ესპ. Belisario Betancur
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1923(1923-02-04)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ამაგა
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 2018(2018-12-07)[6] [3] [4] [5] (95 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოგოტა[7]
მოქალაქეობა  კოლუმბია
 ესპანეთი[8]
განათლება Pontifical Bolivarian University
მეუღლე/ები Rosa Helena Álvarez Yepes
შვილ(ებ)ი Diego Betancur Álvarez
ჯილდოები Collar of the Order of Isabella the Catholic‎, Princess of Asturias Award for International Cooperation, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო პრემია, Collar of the Order of Charles III და ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი

ბელისარიო ბეტანკურ კუარტასი ( დ. 4 თებერვალი, 19237 დეკემბერი, 2018) — კოლომბიელი პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა კოლომბიის 27-ე პრეზიდენტად 1982 წლიდან 1986 წლამდე. იგი იყო კოლომბიის კონსერვატიული პარტიის წევრი. მისი პრეზიდენტობა აღსანიშნავი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობებით კოლომბიის რამდენიმე პარტიზანულ დაჯგუფებასთან. ის ასევე იყო იმ მცირეოდენ პრეზიდენტთაგან ერთ-ერთი, რომლებმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ თავი შეიკავეს პოლიტიკაში მონაწილეობისგან.

ბეტანკური დაიბადა ანტიოქიის ქალაქ ამაგას მორო დე ლა პაილას რაიონში, 1923 წელს.[9][10] მისი მშობლები იყვნენ როსენდო ბეტანკური, მუშა, და ანა ოტილია კუარტასი, ბიზნესმენი.[10] ბეტანკურის დედა 1950 წელს გარდაიცვალა. მას ფრანგული წარმოშობა ჰქონდა.[11]

ბეტანკური გაემგზავრა ქალაქ მედელინში, სადაც ჩაირიცხა პონტიფიკალურ ბოლივარიულ უნივერსიტეტში.[11] 1955 წელს ბეტანკურმა დაამთავრა იურისპრუდენციის ფაკულტეტი და მიიღო ხარისხი სამართალსა და ეკონომიკაში.[11]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტანკურმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო ანტიოქიის დეპარტამენტის ასამბლეის დეპუტატის ტანამდებობაზე, სადაც მსახურობდა 1945 წლიდან 1947 წლამდე.[12] იგი იყო კუნდინამარკასა და ანტიოქიის დეპარტამენტების წარმომადგენელი ეროვნულ პალატაში ხოლო 1953 წლიდან 1957 წლამდე გახლდათ ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის წევრი.[13]

ბეტანკური იყო შრომის მინისტრი 1963 წელს და ელჩი ესპანეთში 1975 წლიდან 1977 წლამდე.[13]

იგი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, როგორც დამოუკიდებელი კონსერვატორი კანდიდატი 1970 წლის არჩევნებში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.[14] მან კვლავ იყარა კენჭი, როგორც ოფიციალურმა კონსერვატორმა კანდიდატმა 1978 წლის არჩევნებში, თუმცა დამარცხდა ხულიო სესარ ტურბაი აიალასთან.[14]

ბეტანკური საბოლოოდ აირჩიეს პრეზიდენტად 1982 წელს და მსახურობდა 1986 წლამდე.[14] პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, იგი დაეხმარა „კონტადორას ჯგუფის“ დაარსებას ცენტრალურ ამერიკაში მშვიდობის დასამყარებლად, დაიწყო დემოკრატიული რეფორმები ძირითადი შეიარაღებული მოძრაობების სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებით, ხელს უწყობდა დაბალბიუჯეტიან საცხოვრებლებსა და ღია უნივერსიტეტებს, დაიწყო წერა-კითხვის გამავრცელებელი კამპანია და მხარი დაუჭირა საგადასახადო ამნისტიას.[15]

მისი ვადის განმავლობაში, მთავრობამ დაამტკიცა მერების არჩევის შესახებ კანონი, მუნიციპალური და დეპარტამენტული რეფორმები, სასამართლო და კონგრესის რეფორმები, ტელევიზიის სტატუტი, ეროვნული დღესასწაულის შესახებ კანონი და ახალი ადმინისტრაციული სამართალწარმოების კოდექსი (Código Contencioso Administrativo).[16][17] მისი ადმინისტრაციის დროს დაიწყო ნახშირის მოპოვება და ექსპორტი სერეხონ-ნორტეს (Cerrejón North) რეგიონში და რეგიონული სატელევიზიო არხების — Teleantioquia-სა და Telecaribe-ს მაუწყებლობა.[18]

ბეტანკური ასევე ცნობილი იყო თავისი მცდელობებით, მშვიდობა დაემყარებინა საკუთარ ქვეყანაში.[19] თავისი ადმინისტრაციის დროს მან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები კოლომბიის რამდენიმე პარტიზანულ დაჯგუფებასთან.[20] მართლმსაჯულების სასახლის წინააღმდეგობრივი ალყა მოხდა 1985 წლის ბოლოს, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში.[21]

იგი იყო პრეზიდენტი 1985 წელს ნევადო-დელ-რუისის ამოფრქვევის დროს, რამაც 20 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.[22]

ბეტანკური პოლიტიკიდან წავიდა მას შემდეგ, რაც 1986 წელს დატოვა თანამდებობა.

ბეტანკური იყო „რომის კლუბის“ საპატიო წევრი ლათინური ამერიკისთვის,[23] ელ-სალვადორის ჭეშმარიტების კომისიის თავმჯდომარე[24] და ბოგოტაში სანტილიანას ლათინური ამერიკის ფონდის პრეზიდენტი.[13] ის ასევე იყო სოციალურ მეცნიერებათა პონტიფიკალური აკადემიის დამფუძნებელი წევრი.[13]

1946 წელს ბეტანკურმა ცოლად შეირთო როზა ელენა ალვარეს იეპესი.[25] მათ ერთად სამი შვილი შეეძინათ, მათ შორის დიპლომატი დიეგო ბეტანკურ ალვარესი.[26] ალვარეს იეპესი 1998 წელს გარდაიცვალა.[25] 2000 წლის ოქტომბერში ბეტანკურმა ცოლად შეირთო დალია რაფაელა ნავარო პალმარი.[27]

2018 წლის 6 დეკემბერს ბეტანკური კრიტიკულ მდგომარეობაში, თირკმლის ინფექციით, ბოგოტაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.[28][29] ვიცე-პრეზიდენტმა მარტა ლუსია რამირესმა ნაადრევად გამოაცხადა მისი გარდაცვალება Twitter-ზე, თუმცა მოგვიანებით უარყო თავისი განცხადება.[30][31] ბეტანკური მომდევნო დღეს, 95 წლის ასაკში, ავადმყოფობისგან გარდაიცვალა.[32][33]

გარდაცვალებამდე ბეტანკურმა განაცხადა, რომ არ სურდა სახელმწიფო დაკრძალვა და გამოთქვა სურვილი, დაეკრძალათ ბოგოტაში, Jardines del Recuerdo-ს სასაფლაოზე.[34] 8 დეკემბერს მისი დაკრძალვა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი ივან დუკე მარკესი და ყოფილი პრეზიდენტები ხუან მანუელ სანტოსი და სესარ გავირია.[35][36] იგი იმავე დღეს დაკრძალეს Jardines del Recuerdo-ს სასაფლაოზე, ბოგოტას Gimnasio Moderno-ში ჩატარებული წირვის შემდეგ.[36][37]

ბეტანკური იყო კოლორადოს უნივერსიტეტისა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მფლობელი.[38][39] 1983 წელს მან მიიღო ესპანეთის ასტურიის პრინცის მშვიდობის პრემია.[40]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119048574 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 1 2 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 1 2 Munzinger Personen
  6. https://www.eltiempo.com/politica/gobierno/vida-de-belisario-betancur-expresidente-de-colombia-302430
  7. https://www.elmundo.es/internacional/2018/12/07/5c09b8f1fdddff4f568b4726.html
  8. https://www.boe.es/buscar/doc.php?id=BOE-A-2012-11187
  9. Sabsay, Fernando Leónidas (2006) Profile of Belisario Betancur Cuartas. Editorial El Ateneo, გვ. 309. ISBN 9789500263955. 
  10. 1 2 Belisario Betancur Cuartas (1982-1986). Office of the President. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  11. 1 2 3 Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos; trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición; Page 255; Bogotá, Colombia; 1983
  12. Biography of Belisario Betancur (1923-VVVV). The Biography.us. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  13. 1 2 3 4 Belisario Betancur. Pass.va. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  14. 1 2 3 Belisario Betancur Cuartas: President-elect of Colombia. UPI (1 June 1982). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  15. Colombia president begins reorganization. UPI (2 August 1983). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  16. Lessons of the Colombian Constitutional Reform of 1991. ციტირების თარიღი: 6 December 2018[მკვდარი ბმული]
  17. Belisario Betancur Cuartas es. Colombia.com. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  18. Television en Colombia es. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  19. History of peace talks with Colombia's ELN guerrillas. Colombia Reports (27 October 2016). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  20. „Colombia's half-century of conflict that led to historic peace deal“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 December 2018.
  21. 33 years ago, rebels allegedly backed by Pablo Escobar stormed Colombia's Palace of Justice — here's how the terrifying siege went down. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  22. „Colombia Reports a Suspension of Rescue Efforts“. The New York Times. 18 November 1985.
  23. Honorary Member | THE CLUB OF ROME (www.clubofrome.org). ციტირების თარიღი: 2015-09-28
  24. Truth Commission: El Salvador. USIP. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  25. 1 2 „MURIÓ ROSA HELENA ALVAREZ DE BETANCUR“. El Tiempo. ციტირების თარიღი: 6 December 2018.
  26. HIJO DE TIGRE SALE... ROJO. Semana (27 June 1983). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  27. „De Turbay, Belisario y otras movidas matrimoniales“. El Espectador. ციტირების თარიღი: 6 December 2018.
  28. Un tuit de la vicepresidenta de Colombia da por muerto a Belisario Betancur es. El Pais. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  29. Expresidente colombiano Belisario Betancur Cuartas continúa hospitalizado. El Colombian (6 December 2018). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  30. Aclaración: desmienten rumor sobre la muerte de Belisario Betancur. El Colombia (6 December 2018). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  31. Marta Lucía Ramírez on Twitter. Twitter (6 December 2018). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  32. Confirmado: falleció el expresidente Belisario Betancur. RCN Radio (7 December 2018). ციტირების თარიღი: 7 December 2018
  33. „Belisario Betancur, 95, Colombia President During Rebel Siege, Dies“. The New York Times. 8 December 2018.
  34. ¿Por qué el funeral de Belisario Betancur no será uno de Estado?. Conexion Capital (9 December 2018). ციტირების თარიღი: 9 December 2018
  35. Personalidades de la política nacional se unen en acto fúnebre de Belisario Betancur. Asuntos Legales (8 December 2018). ციტირების თარიღი: 9 December 2018
  36. 1 2 „El último adiós al expresidente Belisario Betancur“. El Espectador. ციტირების თარიღი: 9 December 2018.
  37. Sepelio de Belisario Betancur será en el cementerio Jardines del Recuerdo. LAFM (9 December 2018). ციტირების თარიღი: 9 December 2018
  38. Honorary Degrees, University Medals and Distinguished Service Awards Full List A-Z. University of Colorado. University of Colorado (23 June 2014). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  39. Belisario Betancur es. UPV. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  40. BELISARIO BETANCUR. The Princess of Asturias Foundation. FPA.es. ციტირების თარიღი: 6 December 2018