ბელგრადის წმინდა საბას ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. საბას ტაძარი

წმინდა საბას ტაძარი (სერბ.-ხორ. Hram Svetog Save) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარი ბელგრადში. იგი უდიდესი ტაძარია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ერთი-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში.

წმინდა საბას ტაძარი პირველი სერბი არქიეპისკოპოსისა და ეროვნული გმირის წმინდა საბას (1175-1236) სახელზეა ნაკურთხი და სწორედ იმ ადგილას ააგეს, სადაც სინან-ფაშამ 1595 წელს დააწვევინა წმინდა მოწამის ნეშთი. იქვე, ვრაჩარის გორაზე, ბელგრადის ცენტრის სამხრეთით სერბეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას უდევს ბინა და მთელი შემოგარენი ერთ პარკადაა გაშენებული, რომელსაც „სვეტოსლავსკი პლატო“, ანუ „წმინდა საბას პლატო“ ეწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი ათწლეული მოანდომეს სერბებმა ტაძრის არქიტექტურულ დაგეგმარებას და სხვადასხვა კონკურსების ჩატარების შემდეგ მშენებლობა1935 დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს შეჩერებული მშენებლობა დრო და დრო განახლდებოდა ხოლმე, ტაძარზე გუმბათის დადგმა კი მხოლოდ 1989 წელს მოხერხდა.

წმინდა საბას მონასტრის ოფიციალური კურთხევა 2004 შედგა, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობაში მთელი სერბული საზოგადოება იღებდა და იღებს მონაწილეობას, რის გამოც ამ სალოცავის აგებასა და მის შესრულებას ყოველთვის ერთ–ერთ დიდ ეროვნულ საქმედ განიხილავდნენ. წმინდა საბას მონასტერი ამ მხრივ სრულიად სერბთა ეროვნული კონსოლიდაციის სიმბოლოდაც აღიქმება.

არქიტექტურული სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული ძეგლის ავტორები (ალექსანდერ დეროკო და ბოგდან ნესტოროვიჩი) კლასიკური ბიზანტიური სტილისკენ იხრებიან. მათი უშუალო მაგალითი VI საუკუნის კეისარ იუსტინიანე I-ის დროს აგებული ბიზანტიის იმპერიის მთავარი სალოცავი აია-სოფიაა, რომელიც დღეს სტამბოლში მდებარეობს.

ცენტრალური გუმბათის მთავარი ნახაზი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ბიზანტიური ნიმუშისაგან, რადგან ამ შემთხვევაში ბაზილიკა არ ერყწმის ნაგებობის ცენტრალურ კორპუსს.

შუა საუკუნეების სერბეთის არქიტუქტურის გამოძახილს წარმოადგენს მთავარი გუმბათის ირგვლივ ჩართული კოშკები და ჯვროვანი ფორმის ფრთები, რომელიც რაშკის სკოლას (სტუდენიცის მონასტერი, დეჩანი) ახასიათებდა.

ტაძრის განზომილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული ძეგლი თავისი განზომილებებით — 91 მ × 81 მ / 77 მ × 71 მ-ზე, ერთ–ერთი უდიდესია მსოფლიოში. მას უჭირავს 3500 მ²-დან 7570 მ²-მდე ფართობი, რითაც დაახლოებით შეესაბამება აია–სოფიას განზომილებებს. წმ. საბას მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუმბათის დიამეტრი 35/31 მ-ზეა, ხოლო ამავე გუმბათის გამყოფი ხაზი 65 მეტრ სიმაღლეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრება წმიდა საბასი, სერბეთის მთავარეპისკოპოსისა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი, რედაქტორი მღვდელი თეოდორე გიგნაძე, თბ., 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]