ბელგრადის ალყა (1688)
ბელგრადის ლაყა (1688) | |||
---|---|---|---|
დიდი თურქული ომი ნაწილი | |||
ხოსე სარმიენტო დე ვალადარესის დაკვეთით შედგენილი ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ასახავს ბელგრადის ალყის სცენას, ბრუკლინის მუზეუმი. | |||
თარიღი | 1688 წლის 30 ივლისი – 6 სექტემბერი | ||
მდებარეობა | ბელგრადი | ||
შედეგი | საღვთო ლიგის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
საღვთო ლიგა ეპატრონება ბელგრადს | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ბელგრადის ალყა ვიკისაწყობში |
ბელგრადის ალყა (1688) 一 ჰაბსბურგთა წარმატებული საბრძოლო მცდელობა, ბავარიის მმართველ მაქსიმილიან II ემანუელის სარდლობით, გაენთავისუფლებინათ ბელგრადი ოსმალური მარწუხებისგან. ქალაქი 1688 წლის 6 სექტემბერს დაეცა და წარმოადგენდა დიდი თურქული ომის (1683-1699) ერთ-ერთ უმთავრეს ეპიზოდს. ბელგრადის აღებით იმპერიალისტებმა შეძლეს ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული საგუშაგოს გათავისუფლება, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ოსმალთა მთავარ ციხეს წარმოადგენდა. თურქებმა მისი დაბრუნება ორი წლის შემდეგ კვლავ მოახერხეს, თუმცა ისევ დაკარგეს 1717 წელს, ევგენი სავოიელის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმალეთის იმპერიამ რამდენიმე საკვანძო მარცხი განიცადა საღვთო ლიგის წინააღმდეგ გამართულ ბრძლებში. ამან გააძლიერა უკმაყოფილება თავად თურქებში, რაც საბოლოოდ სულთან მეჰმედ IV-ის გადაყენებით დაგვირგვინდა. საღვთო ლიგამ განიზრახა, გამოეყენებინა ეს მომენტი სატავისოდ და შინაგანად გაჩანაგებულ ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა. მათ მთავარ მიზანს ბელგრადის 一 ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული დასაყრდენის 一 ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.
საღვთო ლიგის ძალები ორ რიგად მიიწევდნენ ქალაქის მიმართულებით. ძალები, რომლებიც მდინარე სავას გასწვრივ მიიწევდნენ, იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მეთაურობით მოქმედებდნენ, ხოლო ძალები, რომლებიც მდინარე დუნაის გასწვრივ მიიწევდნენ, ბავარიის მმართველს, მაქსიმილიან II-ს ექსვემდებარებოდნენ. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, იეღენ ოსმან-ფაშას ამალა ბელგრადის გარნიზონებში თავიდანვე უნდა გამაგრებულიყო, რათა არ ოსმალებს არ მიეცათ საშუალება ლეოპოლდის არმიისთვის, მდინარე სავას მარჯვენა სანაპიროზე გადასულიყო.[1][2] მანამ, სანამ ოსმალური რაზმი მტერთან შესახვედრად მიიწევდა, იეღენ ფაშა დედაქალაქიდან, როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო უზრუნველყოფას ელოდა. მას შემდეგ, რაც ფაშამ შეიტყო, თუ როგორ გადალახა ლეოპოლდის რაზმმა მდინარე სავა და დაიპყრო კოსტაინიცა, გრადიშკა და მდინარე უნას მიმდებარე ტერიტორია, ის უკან, ბელგრადში დაბრუნდა.[3]
ძალები და მეთაურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საღვთო ლიგის ძალებს ხელმძღვანელობდნენ მკაქსიმილიან II ემანუელი და სავოიის პრინცი, ევგენი სავოიელი, როგორც მისი ერთ-ერთი მეთაური.[4] ამ ბრძლაში მათ ჰყავდათ 98 ქვეითი ასეული, 77,5 კავალერისტთა ესკადრონი და საარტიელრიო ძალბეი, რომელიც 98 ქვემეხისგან შედგებოდა.[5] ავსტრიელთა არმიას ასევე ახლდა სერბი მოხალისეებისგან შემდგარი ქვედანაყოფი და სერბული მილიციის წევრები იოვან მონასტერლიას მეთაურობით.[6][7]
ოსმალეთის ძალებს სათავეში ედგა იეღენ ოსმან-ფაშა, რომელიც ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე დაინიშნა ბელგრადის გუბერნატორის თანამდებობაზე.[8] 1688 წლის დასაწყისში იეღენ ოსმანი საკუთარი ამალითურთ გაემართა ბელგრადისკენ და იძულებით გადააყენა სერდარი ჰასან-ფაშა, ამას მოჰყვა ამ უკანასკნელის ბანაკისა და სრულიად ვრაჩარის ხელში ჩაგდება.[9] ბელგრადში მისი მეთაურობის ქვეშ ჯარის საერთო რაოდენობა 25000-30000 ჯარისკაცს ითვლიდა.[4]
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაქსიმილიანემ საკუთარი ჯარი ბელგრადისკენ 1688 წლის 30 ივლისს დაძრა, მას შემდეგ, რაც ტიტელის მახლობლად არსებული ერთ-ერთი ციხე იგდო ხელთ. იეღენ ოსმანმა საკუთარი არმია ბელგრადის ირგვლივ განათავსა, რათა თავიდან აეცილებინა ადგილობრივი მოსახელობის გაქცევის მცდელობა.[10]
ჰაბსბურგთა არმიამ სერბი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ისინი დაეშვნენ ადა-ციგანლიაში, გარეუბან ოსტრუჟნიცას მახლობლად, სადაც, 7 აგვისტოს მათ ხიდების განთავსება დაიწყეს. როცა ხიდზე 500 ავსტრიელი ჯაირსკაცი გადიოდა, იეღენ ოსმანის არტილერიამ ცეცხლი გახსნა.[5] სავას მარჯვენა სანაპიროზე საბოლოოდ გადასვლის შემდეგ, მათ 10000 მხარდამჭერი ძალა შეუერთდათ. იეღენ ოსმანმა მატ წინააღმდეგ პირველი საბრძოლო შეტაკება წამოიწყო, მაგრამ ავსტრიელებმა მისი მოგერიება მოახერხეს, განმუხტეს სიტუაცია და დიდი ფართობის მოპოვების შემდეგ მათ გაცილებით მეტი დამხმარე რაზმები შემოუერთდნენ.[11] მათ ალყა შემოარტყეს ქალაქს და თითქმის ერთი თვის განმავლობაში უშენდნენ ავსტრიელი არტილერისტები ქვემეხს.
ერთი დღის შემდეგ, როცა საღვთო რომის იმპერიის ჯარებმა მდინარე სავა გადაკვეთეს, იმპერატორ ლეოპოლდ I-ის წერილი ოსმან იეღენს ჩაუვარდა ხელში, რომელშიც ის ვლახელებს ოსნმალეთა უკუაგდებას და ჰაბსბურგთა მხარეს გადასვლას სთავაზობდა.[9] 10 აგვისტოს იეღენ ოსმანმა უპასუხა ავსტრიის დესპანს გადასცა, რომელშიც ჩანდა, რომ მას სლავონიისა და ბოსნიის მიწები სურდა, შედეგად შეთანხმება ვერ შედგა.[12] როდესაც იეღენ ოსმანმა გააცნობიერა, რომ მისი ძალები რიცხობრივად გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგეთა ამალას, გადაწყვიტა, მოწინააღმდეგეთა ბანაკები გადაეწვა. უფრო მეტიც, მან სმედეროვოში ყაჩაღურ სტრატეგიას მიმართა, გაანადგურა და გადაწვა ადგილობრივი ტერიტორიები, რის შემდეგაც სმედერსკა პალანკას გავლით ნიშში გაემგზავრა.[13] ნიშში ყოფნისას მან საგანგებო წერილი გაუგზავნა ოსმალეთის მთავრობას და ითხოვდა გადაუდებელ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ბელგრადის დასაცავად. ბრწყინვალე პორტამ მას 120 ტომარა ოქრო გაუგზავნა და გამოაცხადა რუმელიის მოსახლეობის სრული მობილიზება ბელგრადის დასაცავად.[14]
მას შემდეგ, რაც ოსმალურმა გარნიზონებმა დანებებაზე უარი განაცხადეს, მაქსიმილიანემ 6 სექტემბერს ციხეზე თავდასხმის ბრძანება გსცა. თავდაპირველად, საიმპერატორო ძალები მერყეობდნენ, მაგრამ ევგენი სავოიელის მეთაურობით, არმია კარგად მობილიზდა და ქალაქის გარნიზონი მარტივად დაეცა. მაქსიმილიანეს ჯარიდან შეტევას 4000 მეომრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო თურქების მხრიდან 一 5000. ჰაბსბურგების მომდევნო ორწლიანი მმარტველობის პერიოდში, ბელგრადის ციხე-ქალაქი ხელახლა რესტავრირდა, თუმცა 1690 წელს ოსმალები კვლავ დაუბრუნდნენ ბელგრადს და ალყაში მოქცევით იგი ხელთ იგდეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Radonić, Jovan (1955). Durad II Branković.
- Paunović, Marinko (1968). Beograd: večiti grad. N.U. "Svetozar Marković,".
- (1968) Annuaire de la ville de Beograd. Izd. Muzej grada Beograda.
- Srpska akademija nauka i umetnosti. Odeljenje istorijskih nauka (1974). Istorija Beograda: Stari, srednji i novi vek. Prosveta.
- Stanojević, Gligor (1976). Srbija u vreme bečkog rata: 1683-1699 (sr). Nolit.
- Muzej (1982). Zbornik Istorijskog muzeja Srbije. Muzej.
- Milić, Danica (1983). Istorija Niša: Od najstarijih vremena do oslobođenja od Turaka 1878. godine. Gradina.
- (1992) Recueil d'études orientales. Akademija.
- Zbornik (1992). Zbornik Matice srpske za istoriju. Матица.
- Ilić-Agapova, Marija (2002). Ilustrovana istorija Beograda. Dereta. ISBN 9788673462431.
- Bataković, D.T. (2014). The Foreign Policy of Serbia (1844-1867). Institute for Balkan Studies, გვ. 36. ISBN 978-86-7179-089-5.
- Davidov, D.; Rapaić, T.; Nikolić, D.M. (1990) Monuments of the Diocese of Buda, Library of Studies and Monographs (sr). Education. ISBN 978-86-07-00480-5.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Zbornik 1992, p. 87.
- ↑ Srpska akademija nauka i umetnosti. Odeljenje istorijskih nauka 1974, p. 470.
- ↑ Muzej 1982, p. 52.
- ↑ 4.0 4.1 Ilić-Agapova 2002, p. 126.
- ↑ 5.0 5.1 1992, p. 7.
- ↑ Bataković 2014, p. 36.
- ↑ Davidov, Rapaić & Nikolić 1990, p. 121.
- ↑ Wilson, Peter (1 November 2002). German Armies: War and German Society, 1648-1806. Routledge, გვ. 363. ISBN 978-1-135-37053-4. „To bring him to heel, the new sultan made Jegen governor of Belgrade early in 1688.“
- ↑ 9.0 9.1 1992, p. 108.
- ↑ Zbornik 1992, p. 89.
- ↑ Paunović 1968, p. 193.
- ↑ Radonić 1955, p. 102.
- ↑ Stanojević 1976, p. 103.
- ↑ Milić 1983, p. 197.