ბელგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბელგა — ნიშან-სამკაული ან ფული (ჩვეულებრივ ოქროსი ან ვერცხლისა), რომელიც უნდა მიეტანა ვაჟს თავისი საცოლესათვის. გავრცელებული იყო ქართლსა და მთიულეთში. ქართლში იცოდნენ სამკაულის (უმთავრესად ბეჭდის) ან ფულის, ხოლო მთიულეთში ფულის (დაახლოებით ერთი ცხვრის საფასური), ზოგჯერ კი ცხვრის მირთმევა. ბელგის აღების შემდეგ ვაჟის ან ქალის სხვაზე დაქორწინება არ შეიძლებოდა. ბელგის მიცემა ანუ დაბელგვა (დაწინდვა) ნიშნავდა მოყვრობაზე შეთანხმების მთავარ წინაპირობას, რომლის შემდეგ ნიშნობა და ქორწილი იმართებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]