ბელა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბელა
დამდგმელი რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი ვლადიმერ ბარსკი
როლებში თინათინ მაჭავარიანი
ოპერატორი ანტონ პოლიკევიჩი,
ფერდინანდ გეგელე
მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი,
თევდორე პუში
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 21 მარტი, 1927
ხანგრძლივობა 82 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
წინა: თავადის ასული მერი
შემდეგი: მაქსიმ მაქსიმიჩი

ბელავლადიმერ ბარსკის 1927 წლის ფილმი. ფილმი გადაღებულია მიხაილ ლერმონტოვის რომანის „ჩვენი დროის გმირის“ ამავე სახელწოდების თავის მიხედვით. ფილმი ამ რომანის მიხედვით გადაღებული ტრილოგიის ნაწილია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი რუსეთის არმიის ჩამოქვეითებული ოფიცრის, პეჩორინის თავგადასავალს მოგვითხრობს. პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში ცხოვრება მოყირჭებული ახალგაზრდა ახალ გასართობს პოულობს მას შემდეგ, რაც მას ჩრდილოეთ კავკასიის მთიან აულში გადაასახლებენ. ის აულში მცხოვრებ აზამატს კაზბიჩის ცხენს ჰპირდება, თუკი იგი სანაცვლოდ მშვენიერ ბელას მოატაცინებს. აზამატი ცხენით ისე არის მოხიბლული, რომ მზად არის ბელა ცხენის სანაცვლოდ მოიტაცოს. პეჩორინი დაპირებებით შეაცდენს მოგვრილ ქალს, მაგრამ მალე მობეზრდება იგი. შურისძიებით ანთებული ჩერქეზი ბელას ჰკლავს, მაგრამ პეჩორინის გაქვავებულ გულს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. თავიდან ის ქალის სიკვდილს განიცდის, დაკრძალვასაც დაესწრება, მაგრამ მალე აულიდან მიემგზავრება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]