ბელა დიმიტრესკუ
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბელა დიმიტრესკუ}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბელა დიმიტრესკუ — ვიდეო თამაშების სერიების,2021 წელს გამოსული „Resident Evil Village 8-ის“ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი. ის იყო დიდგვაროვანი ქალი, რომელიც ლედი ალსინა დიმიტრესკუმ მუტანტად აქცია ფარვანებისა და კადუს ვირუსის შერწყმით. როგორც ალსინას უფროსი ქალიშვილები,კასანდრა და დანიელა,ბელაც ცხოვრობს დიმიტრესკუს მამულში და დების მსგავსად ისიც ვამპირია. ბელას ახმოვანებს და თამაშობს რიე ტანაკა,ხოლო მისი დიზაინი 1930-იანი წლების მოდისა და დრაკულას პატარძლების გარეგნობის შერწყმაა.
ვიზუალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელა ძალიან მაღალია, აქვს ქერა თმა, ყვითელი თვალები, არაბუნებრივად ფერმკრთალი კანი და გაცრეცილი, აცვია ძველი შავი კაბა, კორსეტით. ისევე როგორც მის დებს, მასაც აქვს ხმლის ფორმის სამკაული, ტატუ შუბლზე, გრძელი კაპიუშონიანი მოსასხამი და ზურგზე ამოქარგული ყვავილი, ხოლო წინა მხარეს დიმიტრესკუს საგვარეულო გერბი. იარაღად იყენებს ნამგალს და შეუძლია ფარვანების ჯგუფად ქცევა და გაქრობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელა დაიბადა მეოცე საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 1934-35 წლებში. ის, როგორც ადამიანი, შეიპყრეს ალსინა დიმიტრესკუმ და „დედა მირანდამ“ და მასზე ჩაატარეს ექსპერიმენტები კადუს ვირუსის ფარვანებთან კომბინაციის იდეით. (ეს ერთ-ერთი მცდელობა იყო, გაეცოცხლებინათ მირანდას გარდაცვლილი ქალიშვილი, ევა). ექსპერიმენტი საკმარისად კარგად არ დასრულდა, რადგან ევა ვერ გაცოცხლდა. ამის ნაცვლად, ბელა, დანიელა და კასანდრა მწერების გროვად იქცნენ, თუმცა მოახერხეს ნაწილობრივ ადამიანის ფორმის მიღება. ბელა და მისი „დები“ გახდნენ ალსინას ნაშვილები „ქალიშვილები“, რადგან გრაფინიას მათდამი გული მოულბა. დებს, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით გადაეცათ ვამპირიზმიც. მალე, დებმა იგრძნეს, რომ ძალიან ასუსტებდათ ცივი ტემპერატურა. ალსინამ მსახურებს სასახლის ყველა ფანჯარა ჩაარაზინა. დიმიტრესკუს ოჯახისათვის ყველაზე კარგი მსხვერპლნი სასახლეში შემოსული მსახურები იყვნენ, ხოლო მამულიდან ნელ-ნელა, საეჭვოდ ქრებოდნენ ადამიანები. ეს 2021 წლამდე გაგრძელდა, თუმცა როდესაც მირანდამ ბრძანება გასცა მნიშვნელოვანი ცერემონიისთვის მზადებისთვის, დებს აღარ ეცალათ ხალხის გატაცებისთვის.
როდესაც „დედა მირანდამ“ გაიტაცა როზმერი უინთერსი (მთავარი გმირის, ეთანის შვილი) და გადაწყვიტა, ის გამოეყენებინა საკუთარი ქალიშვილის გასაცოცხლებლად, მან ბავშვი დროებით ლედი ალსინა დიმიტრესკუს ჩააბარა. ეთანი ამის გამო ტყვეობიდან გაიქცა და დიმიტრესკუს მამულში შეიპარა ქალიშვილის საპოვნელად. სწორედ აქ გამოჩნდა პირველად ალსინას სამი გოგონა: ბელამ და მისმა დებმა შეიპყრეს ეთანი და დედასთან მიიყვანეს. დებს სურდათ, დაუპატიჟებელი სტუმარი მათი ვახშამი გამხდარიყო, მაგრამ ალსინამ ქალიშვილებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ჯერ მირანდას ნებართვა სჭირდებოდა. ეთანმა აქედანაც შეძლო თავის დაღწევა. ბელა და მისი დები ეთანს მოსვენებას არ აძლევდნენ და სადაც შეეძლოთ, ყველგან თავს ესხმოდნენ. სანამ ის დიმიტრესკუს საგვარეულო მარანს იკვლევდა, ბელამ კუთხეში მიიმწყვდია და სამზარეულოში თავს დაესხა. ბელას ერთადერთი სისუსტე სიცივე იყო, ამიტომ ეთანმა ფანჯარა ჩაამსხვრია, რის შედეგადაც ცივი ქარი შემოიჭრა. ბელა ნელ-ნელა ფერფლად იქცა, ისევე როგორც ყველა კადუს ვირუსის მსხვერპლი დამარცხების შემთხვევაში. ბელა ლედი დიმიტრესკუს უმცროსი, შესაბამისად ყველაზე საყვარელი ქალიშვილი იყო. მისმა სიკვდილმა გამოიწვია შემდგომი მოვლენები და ზოგადად „სასახლე დიმიტრესკუს“ დაცემა.
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბელას სახელი დაფუძნებულია ბელა ლუგოშიზე, რომელიც თამაშობდა გრაფი დრაკულას როლს 1931 წლის ცნობილ ფილმში „დრაკულა“
- ბელას არ მოსწონს არეულობა, რადგან ეთანის დევნის დროს აღნიშნა, რომ კასანდრამ მთელი სასახლე აურია.
- ბელა ალსინას საყვარელი და შესაბამისად ყველაზე განებივრებული ქალიშვილია.
- „სასახლე დიმიტრესკუს“ შესასვლელში ორი ძველი პორტრეტია: ლედი დიმიტრესკუსა და მისი სამივე ქალიშვილის, დახატულია მუტაციამდე.