ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2015

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2015
ბელარუსის დროშა
2010 ←
11 ოქტომბერი 2015 (2015-10-11)
→ 2020

  Alexander Lukashenko crop.jpeg Tacciana Karatkievič.jpeg
ნომინანტი ალექსანდრე ლუკაშენკო ტატიანა კარატკევიჩი
პარტია დამოუკიდებელი კანდიდატი
მოსახლეობის ხმები 5 102 478 271 426
პროცენტულობა 84.14% 4.48%

Lukasenko's vote.jpg

ლუკაშენკოს მხარდამჭერთა პროცენტული განაწილება

პრეზიდენტი არჩევნებამდე

ალექსანდრე ლუკაშენკო
დამოუკიდებელი კანდიდატი

არჩეული პრეზიდენტი

ალექსანდრე ლუკაშენკო
დამოუკიდებელი კანდიდატი

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2015 — რიგით მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში, რომელიც 2015 წლის 15 ოქტომბერს.[1] ბელარუსის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებში მე-5 ვადით პრეზიდენტად გასახდომად იყარა კენჭი. 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ ლუკაშენკომ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 2015 წელს კი, ოფიციალური მონაცემებით, მის კანდიდატურას მოსახლეობის 84%-მა დაუჭირა მხარი. ხმების განაწილების მიხედვით ყველაზე მეტი ხმა „ჩამოთვლილთაგან არცერთმა“ მიიღო (ამომრჩევლებმა არცერთი კანდიდატი არ შემოხაზეს).

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად[2] საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები არადემოკრატიულად ცნო.[2][3] რჩევნების შემდგომ მოხსენებაში, მიკლოშ ჰარაშტიმ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საკითხების სპეციალურმა მომხსენებელმა ბელარუსში, დაადგინა, რომ შედეგები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ „საარჩევნო პროცესი იყო ორგანიზებული და შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული“. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს შეინიშნებოდა ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ყალბდებოდა ხმები.[4]

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ექვსი ოპოზიციონერი პატიმარი შეიწყალა. ამ ნაბიჯს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მიესალმა და მისიას დელეგაციის ხელმძღვანელმა, კენტ ჰერსტედტმა განაცხადა: „პოლიტმაპტიმრების გათაბისუფლება და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიღება ძალიან პოზიტიური სიახლეები იყო, თუმცა იმედი იმის შესახებ, რომ ამან უფრო ფართომასშტაბიანი არჩევნების საშუალება მოგვცა გაგვიცირუვდა“.[5] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ბელარუსში გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს კვლავ ბევრი უფლება აქვთ შეზღუდული, მაგალითად, მთავრობაში მუშაობის არ შეუძლიათ ან სახელმწიფო თანამდებობებზე ვერ დასაქმდებიან, ასევე მათ ხშირად სტუმრობენ პოლიციელები და მოგზაურობა აქვთ აკრძალული.[6] ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს შედარებით ნაკლები საპროტესტო აქცია გაიმართა, ვიდრე წინა არჩევნებისას, რაც უკრაინაში მომხდარ ევრომაიდანის საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ბელარუსის მთავრობასა და ოპოზიციონერ ლიდერებსაც კი არ სურდათ საპროტესტო აქციების მოწყობა.[7]

კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელარუსის მთავრობამ საზოგადოებას დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციების ჩატარების ნებართვა მისცა არჩევნების წინა დღეებში და მათ პოლიციის ჩაურევლობას დაპირდა, მაგრამ ლუკაშენკომ ხალხი გააფრთხილა, რომ არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებს არ შეეგუებოდა. იმავე დღეს, 2015 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა ევროპა გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს მთავრობას, როგორც „რბილ დიქტატურას“ ისე მოკიდებოდა.[8]

ეკონომიკის შემცირების ფონზე (ბელარუსული რუბლის დევალვაციისა და რუსეთში ექსპორტის შემცირების ჩათვლით), ლუკაშენკომ შეცვალა თავისი საარჩევნო ლოზუნგი ეკონომიკურიდან („აყვავებული და ძლიერი ბელარუსისთვის“, რომელიც გამოიყენებოდა 2010 წლის კამპანიაში) და დამოუკიდებელზე („დამოუკიდებელი ბელარუსის მომავლისთვის“) ფოკუსირებული გახდა.[9]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 36% -ზე მეტმა გამოიყენა ვადამდელი კენჭისყრის პროცესი, რაც უფრო მეტია, ვიდრე წინა წლების შედეგები.[10] ამომრჩეველთა აქტივობამ 87.22% შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტივობა ვიტებსკის ოლქში (91.08%), ყველაზე დაბალი კი - მინსკში (74.38%) იყო.[11][12] ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებში საერთო ხმების 83,47% მოიპოვა და პრეზიდენტი გახდა.[11][13]

კანდიდატი პარტია მიღებული ხმები %
ალექსანდრე ლუკაშენკო დამოუკიდებელი 5 102 478 84.14
ტატიანა კარატკევიჩი სახალხო რეფერენდუმი 271 426 4.48
სერგეი გაიდუკევიჩი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 201 945 3.33
ნიკოლაი ულახოვიჩი ბელარუსული პატრიოტული პარტია 102 131 1.68
არც ერთი 386 225 6.37
არასწორი/ცარიელი ბიულეტენები 48 808
სულ 6 113 013 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები 7 008 682 87.22
წყარო: Belta

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ლიდია ერმოშინამ განაცხადა, რომ „საარჩევნო კამპანია იყო ცივილიზებული, კულტურული და მშვიდი“.[8]

ოპოზიციის ლიდერებმა ულაძიმირ ნიაკლიევმა, ანატოლი ლებედკომ და მიკოლა სტატკევიჩმა განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს.[8]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის დროშა გერმანია — საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების არარსებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ოთხი თვის განმავლობაში. „ბელარუსში გასულ ორ არჩევნებთან შედარებით ცვლილებები მოხდა. თუ ქვეყანა ამ გზაზე დარჩება, არსებობს სურვილი რომ ბელაურსთან ურთიერთობა დადებითობისკენ შეიცვალოს.“[8]

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — ევროპულ საქმეთა მინისტრმა არლემ დეზირმა თქვა, რომ ადამიანის უფლებების გაუარესებამ ბელარუსში, შეიძლება ქვეყნის მიმართ სანქციების ხელახალი დაწესება გამოიწვიოს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parliament approves 11 October 2015 as Belarus president election date დაარქივებული July 4, 2015, საიტზე Wayback Machine. Belta, 30 June 2015
  2. 2.0 2.1 Sofie Bedford (2017). "The Election Game": Authoritarian Consolidation Processes in Belarus“. Demokratizatsiya: The Journal of Post-Soviet Democratization. 25 (4): 381–305. ციტატა: „officially the [EU] sanctions were reduced as a 'reward' for the 2015 presidential elections being peaceful and non-violent, despite the fact that these elections were just as non-democratic as any previous election in Belarus“
  3. Jones, Mark P.. (2018) Presidential and Legislative Elections en. ციტატა: „"unanimous agreement among serious scholars that... Lukashenko's 2015 election occurred within an authoritarian context."“ ციტირების თარიღი: 2020-05-21
  4. Belarus election 'neither free nor fair,' says UN human rights expert, United Nations (October 13, 2015).
  5. 5.0 5.1 European Union on course to lift Belarus sanctions despite vote concerns DNA India, 12 October 2015
  6. The release of six political prisoners should not overshadow ongoing human rights violations fr-FR. ციტირების თარიღი: 2016-05-02
  7. What Makes the 2015 Belarus Presidential Campaign So Different?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-05-03
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Belarus' Alexander Lukashenko Looks to Eased Sanctions But OSCE Queries Poll NDTV, 12 October 2015
  9. Yaraslau Kryvoi, The west should not hold its breath in expecting real change to emerge from the 2015 presidential election in Belarus, LSE European Politics and Policy (EUROPP) Blog (August 25, 2015).
  10. Рекорд пал. Досрочно проголосовали 36,05% избирателей. TUT.BY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 12 October 2015
  11. 11.0 11.1 Сведения о результатах голосования 11 октября 2015 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-17. ციტირების თარიღი: 2015-10-16
  12. Выборы Президента Республики Беларусь 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 12 October 2015
  13. Belta: Лукашенко победил на выборах Президента Беларуси