ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია
| BAJ | |
|---|---|
| Беларуская асацыяцыя журналістаў | |
| შეიქმნა | 1995 |
| ტიპი | პროფესიული კავშირი |
| შტაბ-ბინა | მინსკი |
| თავმჯდომარე | ანდრეი ბასტუნეტი |
| ქვეყანა | ბელარუსი |
| კავშირები | International Freedom of Expression Exchange[1] |
| https://baj.media/be, https://baj.media/ru და https://baj.media/en | |
ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (BAJ) (ბელარ. Беларуская асацыяцыя журналістаў [Biełaruskaja Asacyjacyja Žurnalistaǔ]) — ბელარუსული პროფესიული კავშირი, რომელიც დამოუკიდებელ მედიებში მომუშავე ჟურნალისტებს აერთიანებს. შეიქმნა 1995 წელს სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის, ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების ხელშეწყობის, ბელარუსულ პრესაზე მონიტორინგის წარმოების და მედიაში მომუშავე ადამიანებისთვის სამართლებლივი დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.
1997 წელს ასოციაცია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა, ხოლო 2013 წლიდან ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია.
საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოციაცია გახდა ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაცია ქვეყანაში,[2] მისი მონიტორინგის მონაცემები ფართოდ გამოიყენებოდა ბელარუსულ მედიაში.[3] ორგანიზაციაში გაერთიანებული იყო 1300-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობაც დამოუკიდებელ არასამთავრობო მედიაში საქმიანობდა.[4][5] BAJ-ის საქმიანობა მოიცავდა ჟურნალისტებისთვუს იურიდიულ დახმარების გაწევასს, რეგიონული პრესის მხარდაჭერას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.[6] თავისი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ორგანიზაცია ჟურნალისტების პროფესიულ განათლებას მიიჩნევდა. ასოციაცია ასევე იყო ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში, აორგანიზებდა სხვადასხვა შეხვედრებს, კონფერენციებს, სემინარებს და ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის. ორგანიზაციამ წამოიწყო მრავალი მედიაკამპანია, მათ შორისაა „ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება“, „ეკოლოგიური კეთილდღეობისთვის“ და „ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტი“.[7] BAJ არაერთ მედიის უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, მათ შორის ევროპის ჟურნალისტიკის ცენტრთან (EJC), მედიის ინსტიტუტთან Fojo, ნორვეგიის, დანიის და ლიეტუვის ჟურნალისტურ პროფესიულ კავშირებთან და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდთან.[8] BAJ-ის ქსელი მოიცავდა მთავარ ოფისს მინსკში და ხუთ რეგიონულ ოფისს ლუნინეცში, ვიტებსკში, გომელში, მოლოდეჩნოში და მოგილევში.[9][10] ორგანიზაციას ასევე ჰქონია ეთიკის კომისია, რომელიც განიხილავდა საჩივრებს ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.[11]
BAJ სთავაზობდა იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას რეპრესირებულ ჟურნალისტებს; ორგანიზაცია ეხმარებოდა დაკავებულ ჟურნაისტებს გათავისუფლებაში, აგრეთვე უზრუნველყოფდა სამედიცინო მომსახურების მიწოდებას წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მყოფთათვის.[12][13][14]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაფუძნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია 1995 წელს დაარსდა, მის თავჯდომარედ ჟანა ლიტვინა აირჩიეს. 2000 წლიდან ასოციაციამ დაიწყო ყოველთვიური ჟურნალი „Abajour“-ის გამოცემა,[15] რომელიც იყო პლატფორმა ჟურნალისტიკის ეთიკის, ინფორმაციის დამუშავების, პროფესიული პასუხისმგებლობებისა და სხვა თემების განხილვისთვის.[7] 2000 წელს ორგანიზაციამ გამართა პირველი „დამოუკიდებელი პრესის ფესტივალი“, ორი წლის შემდეგ კი ჩაატარა „დახურული გაზეთების ფესტივალი“.[16] 2003 წელს BAJ-მ მიიღო „ჟურნალისტიკის პროფესიული ეთიკის დეკლარაცია“. ეს დეკლარაცია და ქარტია გახდა მთავარი დოკუმენტები BAJ-ს წევრებისთვის, რომლის პრინციპებზე დაყრდნობითაც მუშაობენ ისინი.[17] 2006 წელს ასოციაცია ხელახლა მოუწია დარეგისტრირება.[18] 2007 წლიდან BAJ ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის სახელწოდებით „Вольнае слова“ (ქართ. „თავისუფალი სიტყვები“).[7][19][20]
2002-2003 წლებში ასოციაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწო კამპანია „მასობრივი ინფორმაციის შესახებ“ ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელი პრესის შეზღუდვასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ისახავდა მიზნად.[21] ასოციაცია ემხრობა ბელარუსული სისხლის სამართლის კოდექსის იმ სამი მუხლის დეკრიმინალიზაციას, რომლებიც ითვალისწინებდა ორ წლამდე პატიმრობას „პრეზიდენტის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ ცილისმწამებლური ან შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებისთვის“. ასოციაციამ შეაგროვა 7000-ზე მეტი ხელმოწერა და მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით, შეემოწმებინა კანონის შესაბამისობა სახელმწიფოს კონსტიტუციასთან.[22][23][24]
2013 წელს BAJ გახდა ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი.[25] 2015 წლისათვის ასოციაციას 1150 წევრი ჰყავდა. 2015 წლის 24 აპრილს ჟანა ლიტვინა გადადგა თავმჯდომარის თანამდებობიდან. ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი გახდა ანდრეი ბასტუნეცი.[26][10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://ifex.org/members/
- ↑ Karmanau, Y.. (2021-07-27) Belarus labels Polish-funded TV channel extremist en. The Associated Press. ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ Верховный суд ликвидировал Белорусскую ассоциацию журналистов ru. Vedomosti (2021-08-27). ციტირების თარიღი: 2021-09-01.
- ↑ Belarus: Supreme Court liquidated the Belarusian Association of Journalists en. EFJ (2021-08-27). ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ World Urged to React 'Vigorously' to Belarus Closing Main Journalists' Association en. VOA News (2021-07-22). ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ Journalism in Belarus: 'Like walking through a minefield' en. Deutsche Welle (2020-11-26).
- 1 2 3 Сидорук, Ж.. (2010-09-16) Жанна ЛИТВИНА: "Мое сердце отдано БАЖ" ru. Brest Newspaper. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 16, 2021. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ „Белорусская ассоциация журналистов: день сегодняшний“ [Belarusian Association of Journalists Today] (რუსული). mediakritika.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-01. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
- ↑ Belarusian Association of Journalists ru. Media Self Righting Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-10-09. ციტირების თარიღი: 2021-11-13.
- 1 2 The Belarusian Association of Journalists - 2004, Belarus ru. Sakharov Prize. ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ „Правки Кодекса этики БАЖ: не подставлять коллег и уважать источники информации“. mediakritika.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-16. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
- ↑ БАЖ обратилась в госорганы с просьбой госпитализировать Анджея Почобута ru. Reformation (2021-06-17). ციტირების თარიღი: 2021-11-13.
- ↑ В Беларуси опасно быть человеком ru. Meduza (2021-08-05). ციტირების თარიღი: 2021-11-13.
- ↑ Задержания журналистов в Минске и в регионах во время акций в День Воли ru. Еврорадио (2017-03-25). ციტირების თარიღი: 2021-11-13.
- ↑ Freedom of the Media in Belarus en. OSCE (2001-05-31). ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ Андрей Бастунец: "Пепел Клааса стучит в мое сердце" ru. Inform-progulka (2018-01-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-16. ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ Hradziushka A. A.. Media Editors Office: Purposes, Performance, Structure ru. Belarus State University. ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ Верховный суд ликвидировал Белорусскую ассоциацию журналистов ru. Current Time TV (2021-09-27). ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ Журналисты Еврорадио — среди победителей "Вольнага слова" (фото) ru. Euroradio (2014-05-03). ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ Zherbakov, Z.. (2018-09-07) "Вольнае слова". Авторы Naviny.by вновь в числе победителей ru. Naviny.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-16. ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ Belarus: Laws and regulations stifle independent media ru. Index on Censorship (2014-02-12). ციტირების თარიღი: 2021-11-29.
- ↑ Общественное объединение "Белорусская ассоциация журналистов" выступило с заявлением насчет принятия нового Закона о СМИ ru. Central Asia Media Law (2009-02-19). ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ Диффамационные статьи в Уголовном кодексе Беларуси: отвечаем на вопросы ru. Human Rights Centre ‘Vyasna’ (2018-07-16). ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Grigoryeva, N.. (2010-10-27) Дуня Миятович: Белорусское законодательство по СМИ необходимо менять ru. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Жанна Литвина: Эти временные трудности мы переживем вместе и будем впредь вместе держаться правды ru. Belsat (2021-08-28). ციტირების თარიღი: 2021-11-13.
- ↑ Жанна Литвина ушла с поста главы БАЖ под овации ru. Nasha Niva (2015-04-24). ციტირების თარიღი: 2021-11-12.