ბელარუსის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელარუსის პოლიტიკური სისტემა

ბელარუსის რესპუბლიკა, კონსტიტუციის თანახმად - უნიტარული, დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფოა. სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი. ქვეყნის სახელმწიფოს ძალაუფლება ეფუძნება დაყოფის პრინციპს და იყოფა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე. მმართველობის ფორმა ხასიათდება, როგორც ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა[1], საპრეზიდენტო რესპუბლიკა.[2][3].

ბელარუსის კონსტიტუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელარუსის კონსტიტუცია - ფუნდამენტური კანონი ბელარუსის რესპუბლიკის. მოქმედი კონსტიტუციის მიღებულ იქნა ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 15 მარტს, 1994 წელს. მომავალში, ცვლილებები და დამატებები კონსტიტუციაში შემოღებულ იქნა სამჯერ (ყოველთვის - რეფერენდუმის გზით).

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი — ეროვნული კრება. ქვედა პალატა — წარმომადგენელთა პალატაა, ზედა — რესპუბლიკის საბჭოა.

ეროვნული კრება შეიქმნა 1996 წელს კონსტიტუციის შეცვლასთან ერთად, როდესაც შეწყვიტა უფლებამოსილება ბელარუსის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც მანამდე პარლამენტის როლს ასრულებდა. ეროვნული კრების ვადა — 4 წელია.

წარმომადგენელთა პალატა შედგება — 110 წევრისგან. დეპუტატთა არჩევნები ხორციელდება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ტარდება ერთმანდატიან ოლქებში. წარმომადგენელთა პალატის მთავარი უფლებამოსილებებია:

  • კანონპროექტების განხილვა და მიღება.
  • საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
  • აძლევს თანხმობას პრეზიდენტს დანიშნოს პრემიერ-მინისტრი.
  • გამოხატავს უნდობლობის მთავრობას.
  • გამოხატავს უნდობლობას პრეზიდენტს.

რესპუბლიკის საბჭო არის ტერიტორიული წარმომადგენლობის პალატა. იგი შედგება 64 წევრისგან: 8 წევრი ირჩევა რეგიონულ და მინსკის საკრებულოს ფარული კენჭისყრით, 8 წევრს ნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი. საბჭოს მთავარი უფლებამოსილებებია:

  • წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტების დამტკიცება ან დაუმტკიცებლობა.
  • ირჩევს ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს ექვს წევრს და ცენტრალური კომისიის არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საკითხებში ექვს წევრს.
  • აძლევს თანხმობას პრეზიდენტს დანიშნოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს და სხვა მაღალჩინოსნების.
  • განიხილავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყანაში საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
  • იღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს ბელარუსის მთავრობა — ბელარუსის მინისტრთა საბჭო. იგი შედგება პრემიერ-მინისტრისაგან, მისი მოადგილეებისგან და მინისტრებისგან.

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს სასამართლო, სასამართლო სისტემა ეფუძნება ტერიტორიული და სპეციალობით პრინციპებს. მართლმსაჯულება ხორციელდება კონკურენტუნარიანობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე. ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლო აკონტროლებს აღსასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების და აქტების კონსტიტუციურობის. სასამართლო შედგება რაიონული და მუნიციპალური სასამართლოებისაგან — პირველი ინსტანცია; საოლქო და ქალაქ მინსკის, ასევე უზენაესი სასამართლოსაგან, უზენაესი ეკონომიკური სასამართლოსაგან.

პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელარუსის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციის გარანტი, გარანტი მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების. ის წარმოადგენს ბელარუსს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მას აქვს უფლებამოსილების ფართო სპექტრი, მათგან უმთავრესია:

  • განსაზღვრავს ბელარუსის მთავრობის სტრუქტურას, ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს, მინისტრებს და მთავრობის სხვა წევრებს, წყვეტს მთავრობის გადადგომას ან მის ცალკეულ წევრთა გადადგომას.
  • ნიშნავს რესპუბლიკური ორგანოების სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და განსაზღვრავს მათ სტატუს.
  • ხელსაწერს კანონებს; აქვს უფლება, კონსტიტუციით დადგენილი წესით დააბრუნოს კანონი, ან მისი ცალკეული დებულებები, მის პროტესტთან ერთად წარმომადგენელთა პალატაში.
  • აქვს უფლება, გააუქმოს მთავრობის აქტები.
  • არის ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
  • ნიშნავს რესპუბლიკურ რეფერენდუმს.
  • შეუძლია გამოსცეს დეკრეტი, რომელიც კანონის ძალისაა.

პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში, გაიმართა 10 ივლისს, 1994 წელს. გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკო. მან ასევე მოიგო ყველა მომდევნო არჩევნები — 2001, 2006, 2010 და 2015 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Чиркин В. Е. Современное государство. М., 2001. С. 154.
  2. Василевич Г. А. К вопросу о форме правления в Беларуси // Вестник Конституционного Суда. — 2006. — № 2.
  3. Структуры высшей исполнительной и законодательной власти // Европейский выбор для Беларуси. Электрон. документ. Режим доступа: http://kamunikat.org/download.php?item=1777-3.pdf . — С. 30