ბეკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეკო (BEKO)
დაფუძნდა 1955
დამაარსებელი ბეჰბი კოჩი
სათავო ოფისი სტამბოლი, თურქეთი

ბეკო (BEKO) — მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი, რომლითაც თურქული კომპანია არჩელიკი (Arcelic), 1955 წელიდან უშვებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ლოგო

არჩელიკი შეიქმნა 1955 წელს და შედის ჯგუფის Koc Holding-ის შემადგენლობაში. მისი დამფუძნებელი იყო თურქი ინჟინერი ბეჰბი კოჩი.

ბიზნესი კოჩმა დაიწყო სამშენებლო მასალების ვჭრობით. 20 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კომპანიაში Koczade Ahmet Vehbi Trading Company, რომელიც დაკავებული იყო სამშენებლო მასალებით ვაჭრობით.

ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ბიზნესის სხვა მიმართულებით მუშაობა და საკუთარი კომპანიის გახსნა. 1944 წელს გახნა თურქეთში პირველი ავტომობილებით ვაჭრობის კომპანია არჩელიკი. 10 წლის შემდეგ კი კომპანია ბეჟერანოსთან ერთად დაარეგისტრირა ახალი სავაჭრო მარკა - კომპნია ბეკო.

ამ ბრენდის ქვეშ ეს ორი ფირმა აპირებდა კონსერვების და ტომატის პასტების წარმოებას. სახელი ბეკო შერჩეული იქნა ორი ფირმის სახელის პირველი ასოებისგან: Bejerano და Koc. მაგრამ წარმოების გახსნას შეექმნა გარკვეული პრობლემები და წამოწყება ჩაიშალა. ბეკოს ქარხანას გადაერქვა სახელი და დაერქვა Beko Ticaret A.S.. კომპანია არჩელიკმა კი გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ფირმასთან General Electric და დაიწყო ელექტრო ნათურების წარმოება. ბეკო თიჯარეთის ქარხანა იყო ნათურების მწარმოებელი პირველი ქარხანა თურქეთში,

ვეჰბი კოჩი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და მუდმივად ეძებდა წარმოებისთვის ახალ მიმართულებებს. 1959 წელს პირველად გამოვიდა ბეკოს სარეცხი მანქანები. ხოლო 1960 წელს გამოვიდა ბეკოს მაცივრები და ბეკოს გაზქურები. 1977 წლისთვის უკვე მასიური წარმოებით გამოდიოდა ბეკოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაახლოებით ამავე პერიოდში გაიხსნა ბეკოს მაღაზია და ბეკოს სერვის ცენტრი.

არჩელიკის ხელმძღვანელები თანხმდებოდნენ იმაში, რომ თითოეული ქარხანა სპეციალიზირებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტის გამოშვებაზე. ამიტომ 1977 წელს დაიწყო ახალი ქარხნების მშენებლობა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ არჩელიკმა კომპანიასთან Turk Demir Dokum ერთად შექმნა კიდევ ერთი კომპანია - Ardem, რომელიც სპეცალიზირდებოდა გამთბობლების და სამზარეულოს ქურების წარმოებაზე. 1979 წელს კი დაიწყო ბეკოს მტვერსასრუტების წარმოება. 1996 წელს აშენდა არჩელიკის კიდევ ერთი ქარხანა , რომელიც დღესაც უშვებს ბეკოს ჭურჭლის სარეცხ მანქანებს და ბეკოს კონდიციონერებს.

1990 წელს კომპანია არჩელიკმა ბეკოს სავაჭრო ნიშნით დაიწყო თავისი პროდუქციის გატანა ევროპის ბზარზე,

2000 წელს კომპანიაში იწყება ცვლილებები და იქმნება ერთიანი კონცერნი - Koc Holding Durable Consumer Goods Group.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიხსნა ბეკოს მაღაზიათა ქსელი.

ფირმა არჩელიკის გარდა კორპორაციაში Koc Group შედის 157 კომპანია, რომლებშიც დასაქმებულია 62 ათასი ადამიანი. კორპორაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით: ფინანსების, ტურიზმის, მშენებლობის და ენერგეტიკის.

დღევანდელ დღეს ბეკო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას. იგი აერთიანებს 10 ქარხანას, რომლებიც უშვებენ ექვს მილიონ ელექტრო პროდუქციას წელიწადში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბეკო&oldid=3796004“-დან