ბეკი ლინჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეკი ლინჩი
Becky Lynch

ბეკი ლინჩი 2015 წელს
დაბადების სახელი რებეკა ქუინი[1][2]
დაიბადა 30 იანვარი, 1987 (1987-01-30) (37 წლის)[2][3]
დუბლინი, ირლანდია[2][4]
პროფესიონალური რესლინგის კარიერა
სარინგო სახელები ბეკი ლინჩი[6]
რებეკა კნოქსი[2]
გამოცხადებული სიმაღლე 1.68[2][4] სმ
გამოცხადებული წონა 61[2][4] კგ
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი დუბლინი, ირლანდია[7]
მწვრთნელი ფერგალ დევიტი[5]
გონზო დე მონდო[2]
NWA UK Hammerlock[2]
პოლ ტრეისი[5]
დებიუტი 11 ნოემბერი, 2002[2] წელს

რებეკა ქუინი[2] (ინგლ. Rebecca Quin; დ. 30 იანვარი, 1987)[3]ირლანდიელი პროფესიონალური რესლერი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით - ბეკი ლინჩი.

ადრინდელი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რებეკამ რესლინგის შესწავლა დაიწყო 2002 წლის ივნისში ფერგალ დევიტის ხელმძღვანელობით და უკვე ხუთი თვის შემდეგ მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა. კარიერის დასაწყისში იგი გამოდიოდა ირლანდიურ პრომოუშენებში თავის ძმასთან ერთად, თუმცა მალევე დაიწყო ბრძოლები დანარჩენ ევროპაშიც. 2006 წელს, ერთ-ერთი მატჩის დროს, მან მიიღო თავის ქალის მერვე ნერვის სერიოზული დაზიანება, რომელიც მის შემდგომ კარიერას დიდ საფრთხეს უქმნიდა. თავდაპირველად, ექიმის პროგნოზების მიხედვით, იგი უნდა დაბრუნებულიყო რინგზე 2008 წელს, მაგრამ რებეკამ ამაზე უარი განაცხადა. 2011 წელს იგი დაბრუნდა ქალთა პრომოუშენ Shimmer-ში მენეჯერის რანგში, ხოლო 2013 წლის 8 აპრილს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს WWE-სთან

NXT (2013-2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8 აპრილს WWE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა ინფორმაცია იმაზე, რომ რებეკა ქუინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და იმ დღიდან იგი ბეკი ლინჩის სახელით გამოვიდოდა რინგზე. 26 ივნისს NXT-ს სატელევიზიო შოუზე შედგა მისი დებიუტი, სადაც მან სამმერ რეი დაამარცხა. 3 ივლის ბეკი ლინჩი და ბეილი დამარცხდნენ გუნდ BFF-სთან (შარლოტა და საშა ბენკსი).

„ქალთა რევოლუცია“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 ივლისს შედგა ბეკი ლინჩის, შარლოტას და საშა ბენკსის დებიუტი ძირითად როსტერში შოუ Monday Night RAW-ზე. ძირითადი დაპირისპირება კი მიდიოდა გუნდ PCB-ს (პეიჯი, შარლოტა და ბეკი ლინჩი), Bella Squad-ს (ნიკი ბელა, ბრი ბელა და ალიშა ფოქსი) და საშა ბენკსის, ნაომისა და ტამინას ალიანსს შორის. მას შემდეგ რაც შარლოტამ მოიპოვა ქალთა ჩემპიონობა, გუნდი PCB დაიშალა. ამის შემდეგ ბეკიმ რამდენიმეჯერ სცადა შარლოტასთვის ტიტულის წართმევა, მაგრამ უშედეგოდ.

ქალთა ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის დრაფტის შემდეგ, აგვისტოში ბეკი გადავიდა ბრენდ Smackdown!live-ზე და არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ იგი გახდა Smackdown-ის პირველი ქალთა ჩემპიონი PPV Backlash-ზე 11 სექტემბერს.

PPV TLC 2016-ზე ბეკი დამარცხდა სატიტულო მატჩში ალექსა ბლისის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sheehy, Clodagh. "Wrestler Rebecca ready to take on the world". Herald.ie. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2013.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Online World of Wrestling profile. Online World of Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-08. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2009.
  3. 3.0 3.1 Mata, Shiai. (2005)Rebecca Knox Q & A; Hibernian Battler Crosses the Atlantic. Lady Sports. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Shimmer Roster. Shimmer Women Athletes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2009.
  5. 5.0 5.1 Rebecca Knox. Slammin Ladies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2010. ციტირების თარიღი: 6 September 2010.
  6. "Rebecca Knox". ChickFight.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2010..
  7. Rebecca Knox. ChickFight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2010.