ბეიუკაგა ჰაჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეიუკაგა ჰაჯიევი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Böyükağa Tələt oğlu Hacıyev
დაბადების
თარიღი
20 აპრილი, 1958
დაბადების
ადგილი
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა,
აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
16 მარტი, 2018
გარდაცვალების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1977 - 1991 არაზი 272 (19)
სამწვრთნელო კარიერა
1999 - 2000 არაზი
2002 - 2003 მაშინ საზი (დამხმარე)
2003 - 2004 მაშინ საზი
2004 - 2005 ტრაქტორი
2005 აზერბაიჯანი (დამხმარე)
2006 - 2007 ბაქო
2009 - 2010 სტანდარდი
2011 - 2013 ნეფთჩი ბაქო
2014 ნეფთჩი ბაქო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბეიუკაგა ჰაჯიევი (სომხ. Böyükağa Hacıyev; დ. 20 აპრილი, 1958, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 16 მარტი, 2018, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი და ფეხბრუთის მწვრთნელი.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიუკაგა ჰაჯიევი დაიბადა 1958 წის 20 აპრილს, ნახიჩევანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის სსრ-ში. იგი ფეხბურთის თამაში საბჭოთა მეორე ლიგის კლუბ არაზში დაიწყო.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ბეიუკაგა ჰაჯიევი დაინიშნა კლუბ არაზის მთავარ მწვრთნელად, თუმცა ერთო წლის შემდეგ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა. შემდეგ იგი გაემგზავრა ირანში და რამდენიმე წელი მუშაობდა კლუბ მაშინ საზიში. თავდაპირველად იგი მწვრთნელის დამხმარეს ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდგომ მთავარი მწვრთნელი პოზიცია დაიკავა. იგი ერთი წელი აგრეთვე წვრთნიდა თავრიზის კიდევ ერთ კლუბ ტრაქტორს.

2005 წელს ჰაჯიანი მუშაობდა აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვაგიფ სადიგოვის დამხმარედ.[1]

2006 წელს, იგი დაბრუნდა აზერბაიჯანში და მუშაობდა პრეზიდენტის კონსულტანტად კლუბ ბაქოში, თუმცა 2005-06 წლების სეზონის ბოლოს ბაქოს მთავარი მწვრთნელის ასგარ აბდულაევის გათავისუფლების გამო, იგი გუნდის მეურვედ დაინიშნა. მან უკანასკნელი 8 თამაში მიყოლებით მოიგო და ასეთი მაჩვენებელი გუნდს ჩემპიონობის მოპოვების საშუალებას აძლევდა. შემდეგ სეზონში მან ბაქოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა კლუბმა ეს სეზონი მესამე ადგილით დაასრულა; აგრეთვე გამოვარდა ორი ევროპული ტურნირიდან პირველ რაუნდში. ამის გამო ჰაჯიევის ერა კლუბ ბაქოში დასრულდა.

საქმიანობისგან ორ-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰაჯიევი დაინიშნა კლუბ სტანდარდის ახალ მწვრთნელად (ვალდას ივაუშკას შემცვლელად).[2] ეს სეზონი ჰაჯიევის მენეჯერულ კარიერაში ყველაზე ცუდი გამოდგა, რადგან კლუბი აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში დაქვეითდა.

ნეფთჩი ბაქო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს, ნეფთჩი ბაქოს პრეზიდენტმა სადიგ სადიგოვმა იგი იმ კლუბში მიიწვია, რომელიც 2011-2012 წლების სეზონის ჩემპიონობას იცავდა.[3] წარმატებული სეზონი ჰაჯიევმაც გაიმეორა და ნეფთჩი ბაქოს სეზონი ზედიზედ მეორედ მოაგებინა.

2012 წელს იგი გახდა პირველი აზერბაიჯანელი მწვრთნელი, რომელმაც მიაღწია ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპს: 2012-13 წლების უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნეფთჩი ბაქო აპოელის დამარცხებით მოხდვა (ნეფთჩი ბაქო გახდა პირველი აზერბაიჯანული კლუბი, რომელმაც ევროპული ტურნირის ამ ეტაპს მიაღწია).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის თებერვალში ჰაჯიევმა გულის შეტევა მიიღო; გულის შეტევიდან ერთი თვის შემდეგ იგი გარდაიცვალა.[4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Unibank Premyer Liqası: köhnə tanışlar, təzə görüşlər. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15.
  2. Böyükağa Hacıyev "Standard"ın baş məşqçisi təyin olundu!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-29. ციტირების თარიღი: 2019-10-30.
  3. Flaqmana baş məşqçi təyin edildi.[მკვდარი ბმული]
  4. Скончался Беюкага Гаджиев Russian. Azeri Football (16 March 2018). ციტირების თარიღი: 16 March 2018.
  5. "Neftçi"nin sabiq baş məşqçisi Böyükağa Hacıyev vəfat edib Azerbaijani. Neftçi Baku (16 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 16 March 2018.