Basement Jaxx

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეისმენტ ჯაქსი)
Basement Jaxx

ბიოგრაფია
წარმოშობა დროშა: ინგლისი ინგლისი, ლონდონი
ჟანრ(ებ)ი ელექტრონიკა, საცეკვაო, UK garage
აქტიური 1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL Recordings, Astralwerks
წევრები ფელიქს ბაქსტონი
სიმონ რატკლიფი
საიტი www.basementjaxx.co.uk
Basement Jaxx ვიკისაწყობში

Basement Jaxx — ბრიტანული ჰაუს-მუსიკის დუეტი, რომლის წევრები არიან ფელიქს ბაქსტონი და საიმონ რატკლიფი. დუეტი სამუსიკო ასპარეზზე გვიანდელი 1990-იანი წლებიდან გამოჩნდა. Basement Jaxx 1994 წელს ბრიქსტონში დაიწყო, სამხრეთ ლონდონი, სადაც ისინი რეგულარულად დიჯეობდნენ ღამის კლუბში "რუტი" (Rooty). ეს უკანასკნელი მოგვიანებით მათი მეორე ალბომის სახელი გახდა.

1999 წელს Basement Jaxx უშვებს საკუთარ პირველ სრულ ალბომს - "Remedy", რომელმაც კრიტიკოსთა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამ ალბომში შევიდა "Red Alert", "Rendez Vu", "Jump N' Shout", და "Bingo Bango" სინგლები. "Red Alert" გამოყენებულ იქნა კოკა-კოლას სარეკლამო რგოლში. ამავე წელს მათ გამოუშვეს Jaxx Unreleased, რომელშიც კომპილაციები, რემიქსები და სხვა ადრე გაუხმოვანებელი მასალა შევიდა.

მათი შემდგომი სრული დისკი "Rooty" (2001) შეიცავს სინგლებს "Romeo", "Jus 1 Kiss", "Where's Your Head At?", და "Get Me Off". ვიდეო-კლიპი ალბომის პირველი სიმღერისთვის "Romeo" ბოლივუდის ფილმზე პაროდიაა. "Where's Your Head At?", რომელიც გარი ნიუმანის "M.E." სემპლის საფუძველზე შეიქმნა, 2002 წელს უზარმაზარი საერთაშორისო ჰიტი გახდა.

2003 წელს გამოდის Basement Jaxx-ის მესამე სრული ალბომი "Kish Kash" (ინგ. სლენგი - ფული), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიზა კეკაულამ, მიშელ ნდეგეოსელომ, დიზი რასკალმა, კეტლინ ჯექსონმა, ჯ.ს. ჩეისიზმა, სიქსი სიუზმა და ფოებემ. ამ დისკმა 2004 წლის გრემი მოიპოვა საუკეთესო საცეკვაო ალბომისთვის. ამ ალბომში შევიდა "Lucky Star", "Good Luck" და "Plug It In" სინგლები. 2004 წელს "Good Luck"-ის რემიქსი გამოვიდა, რომელიც ბი-ბი-სი ევრო 2004-ის ქუდი გახდა

2005 წელს დუეტმა გამოსცა ალბომი "The Singles", რომელშიც მათ მიერ ადრე გამოშვებული ყველა სინგლი შევიდა ორ ახალ კომპოზიციასთან ერთად - "Oh My Gosh" და "U Don't Know Me". მუსიკალურ ვიდეოში "U Don't Know Me" დედოფალი ელისაბედ II-ის მსგავსი საკმაოდ ნასვამი ქალბატონი ქუჩაში დებოშს აწყობდა. კლიპის ჩვენება MTV-ზე აკრძალულ იქნა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Basement Jazz, 2016
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Basement_Jaxx&oldid=4598256“-დან