ბეისბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეისბოლი
ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე
ადგილიიოკოჰამის სტადიონი
ფუკუშიმის აზუმის ბეისბოლის სტადიონი
თარიღი28 ივლისი – 7 აგვისტო, 2021
მეტოქეები6
დისციპლინები1

ბეისბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში, პირველად იქნება წარმოდგენილი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.[1] ტურნირში ექვსი ეროვნული გუნდი იასპარეზებს. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია მიღებული აქვს ისრაელს, იაპონიას (მასპინძელი), მექსიკას, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს.

ბეისბოლი/სოფტბოლი ერთ-ერთია იმ ხუთი სპორტიდან, რომლებიც მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამას დაემატა. ისინი აღარ დაბრუნდება 2024 წელს.[2]

თავდაპირველად შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო 2020 წელს, მაგრამ 2020 წლის 24 მარტს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ოლიმპიადა გადაიდო 2021 წლამდე.[3]

კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეისბოლის ოლიმპიურ შეჯიბრებებზე კვალიფიკაციის მიღება შესაძლებელია სულ ექვსი ქვეყნისათვის. სპორტი იმყოფება ბეისბოლისა და სოფტბოლის მსოფლიო კონფედერაციის (ბსმკ) ეგიდის ქვეშ. იაპონიამ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ავტომატურად მიიღო კვალიფიკაცია.

ისრაელმა კვალიფიკაცია მიიღო 2019 წლის სექტემბრის ევროპა/აფრიკის კონტინენტურ ტურნირში გამარჯვების შედეგად.

ორმა ნაკრებმა კვალიფიკაცია მიიღო 2019 წლის ნოემბერში ბსმკ პრემიერ12-ის ტურნირის მეშვეობით; სამხრეთმა კორეამ — როგორც საუკეთესო ადგილის დამკავებელმა აზია/ოკეანეთის რეგიონიდან (გარდა იაპონიისა, რომელიც მასპინძლის სახითაა წარმოდგენილი), ხოლო მექსიკამ — როგორც ადგილის დამკავებელმა ამერიკის რეგიონში. შეერთებულმა შტატებმა კვალიფიკაცია მიიღო ამერიკის საკვალიფიკაციო ღონისძიების საშუალებით, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლის 31 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში.[4]

2021 წლის ივნისის ბოლოს, მსოფლიოს საბოლოო საკვალიფიკაციო ტურნირში გამოვლინდება ბოლო მონაწილე.[5]

განრიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა
ჯგ ჯგუფური ეტაპი ფინალი
წყარო:[6]
ოთხ 28 ხუთ 29 პარ 30 შაბ 31 კვირ 1 ორშ 2 სამშ 3 ოთხ 4 ხუთ 5 პარ 6 შაბ 7
ჯგ

ნაკრებების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯიბრის ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილე ნაკრებთა მცირე რაოდენობამ გამოიწვია აქამდე უჩვეულო შეჯიბრის ფორმატის მიღება, რომლის მიმდინარეობის დროსაც სულ გაიმართება 16 თამაში. აქ წარმოდგენილი იქნება საწყისი წრიული სისტემის რაუნდი და მოდიფიცირებული ე.წ. ორი წაგების შემდეგ გამოვარდნის სისტემა.[7]

ჯგუფურ რაუნდში წარმოდგენილი იქნება სამ-სამი ნაკრებისაგან შემდგარი ორი ჯგუფი. თითოეული ნაკრები თავისი ჯგუფის დანარჩენ ორ ნაკრებთან ერთხელ ითამაშებს. ჯგუფურ რაუნდში სულ ექვსი თამაში ჩატარდება.

გამოვარდნის რაუნდში, პირველ სამ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ნაკრებები, რომლებმაც თავ-თავის ჯგუფებში ერთნაირი პოზიციები დაიკავეს (A1 – B1, A2 – B2, A3 – B3). A3-ისა და B3-ის დაპირისპირებაში დამარცხებული შეჯიბრს გამოეთიშება (მხოლოდ ერთი წაგებით). დანარჩენ შემთხვევაში, თამაში გაგრძელდება ორი წაგების შემდეგ გამოვარდნის სისტემით, სანამ გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ჯგუფებში თითო-თითო ნაკრები არ დარჩება. ეს ორი ნაკრები ითამაშებს ოქროს მედლისათვის (ერთი თამაში). წაგებულთა ჯგუფში დარჩენილი ბოლო ორი გუნდი კი დაუპირისპირდება ბრინჯაოს მედლისათვის. საერთო ჯამში, გამოვარდნის რაუნდში 10 თამაში ჩატარდება:

  1. A3 vs B3 (დამარცხებული გავარდება)
  2. A2 vs B2
  3. №1-ის გამარჯვებული vs №2-ის გამარჯვებული
  4. A1 vs B1
  5. №2-ის დამარცხებული vs №3-ის დამარცხებული (დამარცხებული გავარდება)
  6. №4-ის დამარცხებული vs №5-ის გამარჯვებული (დამარცხებული იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისათვის)
  7. №3-ის გამარჯვებული vs №4-ის გამარჯვებული (გამარჯვებული ოქროს მედლისათვის იბრძოლებს)
  8. №7-ის დამარცხებული vs №6-ის გამარჯვებული (გამარჯვებული ოქროს მედლისათვის იბრძოლებს, დამარცხებული — ბრინჯაოსათვის)
  9. ბრინჯაოს მედლის თამაში: №6-ის დამარცხებული vs №8-ის დამარცხებული
  10. ოქროს მედლის თამაში: №7-ის გამარჯვებული vs №8-ის გამარჯვებული

ამრიგად, ჯგუფური თამაშის საუკეთესო ორი გუნდი მეოთხედფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს და მოგვიანებით შესაძლოა მათ შორის კიდევ ერთი მატჩი ჩატარდეს (ოქროს მედლისათვის თამაშში; თუ გამარჯვებული მოიგებს შემდეგ თამაშს და დამარცხებული მოიგებს შემდეგ ორს).

რაუნდი 1 რაუნდი 2 რაუნდი 3 რაუნდი 4
№1
 A3
№3
 B3
 
№2
 
 A2
№7
 B2
 
 
 
№4
 
 A1
 B1
 
№10 (ოქროს მედალი)
 
 
№5
 
 დამარცხებული №2
№6
 დამარცხებული №3
 
 დამარცხებული №4
 
№8
 
 
 დამარცხებული №7
 
 
 
№9 (ბრინჯაოს მედალი)
 
   დამარცხებული №6
   დამარცხებული №8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Baseball/Softball. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2018
  2. Gender equality and youth at the heart of the Paris 2024 Olympic Sports Programme. International Olympic Committee (7 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2021
  3. Joint Statement from the International Olympic Committee and the Tokyo 2020 Organising Committee. International Olympic Committee. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2020
  4. „WBSC Americas Qualifier Set from May 31-June 5 in Florida“. USA Baseball (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. WBSC announces hosts, dates of Tokyo 2020 Olympic Baseball/Softball Qualifiers (20 January 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2021.
  6. Baseball/Softball Competition Schedule. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2020
  7. Competition format. tokyo2020.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-01. ციტირების თარიღი: 2021-06-12.