ბეირუთის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეირუთის ეროვნული მუზეუმი
არაბ. متحف بيروت الوطنيّ
33.878384°00′00″ ჩ. გ. 35.514959°00′00″ ა. გ. / 33.87838° ჩ. გ. 35.51496° ა. გ. / 33.87838; 35.51496
დაარსდა 1937
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
მდებარეობა ბეირუთის მუჰაფაზა
ექსპონატი 40,211 (2009)
კლასიფიკაცია არქეოლოგიური მუზეუმი
დირექტორი ანა-მარია ოფეიში
ოფიციალური საიტი museebeyrouth-liban.org
Map

ბეირუთის ეროვნული მუზეუმი (არაბ. متحف بيروت الوطنيّ, ფრანგ. Musée national de Beyrouth) — არქეოლოგიური მუზეუმი ბეირუთში, ლიბანი. მუზეუმისათვის კოლექციის შეგროვება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მუზეუმი ოფიციალურად 1942 წელს გაიხსნა. მუზეუმის 100 000-ზე მეტი ექსპონატი უძველესი ან შუა საუკუნეების ექსპონატია.

1975 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის პერიოდში მუზეუმი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგებას უწყობდა ხელს. მუზეუმი განთავსებულია ეგვიპტური აღორძინების ნაგებობაში. სამოქალაქო ომის გამო მუზეუმის კოლექციის ნაწილი განადგურდა, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების წყალობით ექსპონატების დიდი ნაწილი გადაარჩინეს.

მუზეუმში დაცულია ძველი ფინიკიური ექსპონატები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინარე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს, ფრანგი პოლიციელის რაიმონდ უილის მიერ შეგროვებული უძველესი არტეფაქტები დროებით მუზეუმში განთავსდა, კაზერსვერთის ნაგებობაში, ჯორჯ პისკოტის ქუჩაზე, ბეირუთში.[1] ამავდროულად არქეოლოგიისა და ფერწერის სამსახურმაც დაიწყო ბეირუთის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების მოძიება. მუზეუმის კოლექცია სწრაფად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო არქეოლოგიურმა გათხრებმა: დოქტორი ჟორჟ კონტენოს ექსპედიციაm სიდონში, ასევე ერნესტ რენანის ექსპედიციამ სიდონში, ტვიროსსა[2] და ბიბლოსში..[3] მუზეუმს ექსპონატები გადაეცა კერძო შემოწირულობებითაც: ჰენრი სეირიგის მონეტების კოლექცია,[4] გენერალ მაქსიმ ვეიგანის კოლექცია 1925 წელს და ჯორჯ ალფრედ ფორდის, სიდონის ამერიკული მისიის სკოლის დირექტორის კოლექცია 1930 წელს.[2]

სარკოფაგი, რომელზედაც ფინიკიური გემია გამოსახული, სიდონი, II საუკუნე
ტვიროსის ფინიკიური ნეკროპოლისის სტელა

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს შეიქმნა „მუზეუმის მეგობრების კომიტეტი“,[5] რომლის ხელმძღვანელად ბეჩარა ელ ხოური, პრემიერ მინისტრი და განათლებისა და სახვითი ხელოვნების მინისტრი დაინიშნა. მუზეუმის ხელმძღვანელმა დაწესებულებსათვის ნაგებობის ასაშენებლად თანხის შეგროვება დაიწყო.[1] დამფუძნებელი კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: ალფრედ სურსოკი, მარიოს ანიმოგლო, ალბერტ ბასოლი, ომარ დაოუკი, კამილ ედე, ალი ჯუმბლატი, ჰენრი ფარაონი, ჯორჯ ფაისი, ასად იოუნესი, ჰასან მახზუმი, იოსეფ ფარაჰი, ჯორჯ კორომი, იან დებსი, ვაფიკ ბეიდონი და ჯეკ ტაბე. კომიტეტმა არქიტექტორების ანტუან ნაჰასისა და პიერ ლეპრინს-რინგუს შედგენილი გეგმები დაამტკიცეს და შედეგად მუზეუმისათვის ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 1930 წელს დაიწყო, ბეირუთის იპოდრომის მახლობლად, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე და 1937 წელს დასრულდა.[1] მუზეუმის გახსნა 1938 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობისა და მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდის გამო ოფიციალური გახსნის ცერემონია გადაიდო. ბეირუთის ეროვნული მუზეუმი საბოლოოდ გახსნა პრეზიდენტმა ალფრედ ნაქაჩემ 1942 წლის 27 მაისს.[1] მაურის ჩეჰაბი მუზეუმის კურატორის პოზიციაზე 33 წლის განმავლობაში იყო და ამ პერიოდში მან მუზეუმის კოლექციას მრავალი ექსპონატი შემატა.[5][6] ჩეჰაბმა პოზიცია ლიბანის სამოქალაქო ომის დაწყებამდე დატოვა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ნაგებობის ინპირაციის წყარო ეგვიპტური არქიტექტურის ნიმუშები გახდა.[7] მუზეუმის დიზაინზე ფრანგმა არქიტექტორებმა: ანტუან ნაჰასმა და პიერ ლეპრინს-რინგუმ იმუშავეს. მუზეუმი აშენებულია ლიბანური კირქვით. იგი მოიცავს სარდაფს, პირველ სართულს, მეზანინსა და ტერასას. მუზეუმის ცენტრალური ნაწილი შუშითაა გადახურული და შედეგად მეზანინი ბუნებრივადაა განათებული.

ბეირუთის ეროვნული მუზეუმის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 5 500 კვადრატული მეტრის ტოლია, ხოლო საგამოფენო სივრცე დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრს იკავებს. მუზეუმის მიმდებარე ადმინისტრაციული ობიექტების ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია.[2]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეირუთის ეროვნულ მუზეუმში ამჟამად გამოფენილია 1300 არტეფაქტი. მუზეუმის მთლიანი კოლექცია კი 100 000 ნივთისაგან შედგება.[8] ექსპონატებს მუზეუმში ქრონოლოგიურად ანთავსებენ: იწყებენ პრეისტორიის ამსახველი არტეფაქტებით და ასრულებენ ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ნამუშევრებით. მუზეუმის პირველ სართულზე 83 დიდი ზომის ობიექტია გამოფენილი: სარკოფაგები, მოზაიკები, ფრესკები. ზედა სართულზე გამოფენილია 1243 მცირე და საშუალო ზომის ექსპონატები. ნივთები განლაგებულია ქრონოლოგიურად და თემატიკის მიხედვით.[1]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაურის ჩეჰაბიმ 1936 წელს მუზეუმის ჟურნალის პირველი პუბლიკაცია Bulletin du Musée de Beyrouth (ბეირუთის მუზეუმის ჟურნალი) წარადგინა. გამოცემების საერთო რაოდენობამ 36 შეადგინა და 1986 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის გამო შეწყდა.[4] ჟურნალში განთავსებული იყო ინფორმაცია არქეოლოგიური აღმოჩენების, არქეოლოგიური ობიექტებისა და უძველესი ცივილიზაციების შესახებ.[9] 1995 წელს განახლდა ჟურნალის გამოცემა სახელწოდებით, „ლიბანის არქეოლოგიისა და ისტორიის ჟურნალი“ ((ISSN 1475-5564), ფრანგ. Bulletin d’Archéologie et d’Architecture Libanaise). ეს არის ყოველწლიური ჟურნალი, რომელიც გამოიცემა სიძველეთა გენერალური დირექტორატის მიერ. ლიბანის არქეოლოგიისა და ისტორიის ჟურნალის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოიცა. ჟურნალში შეტანილია ინფორმაცია კვლევითი ნაშრომების, არქეოლოგიური გათხრებსა და არქეოლოგიურ კვლევების შესახებ; გამოიცემა მოხსენებებიც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Charles Kettaneh Foundation (2008). A visit to the Museum... The short guide of the National Museum of Beirut, Lebanon. Anis commercial printing press, გვ. 96. ISBN 978-9953-0-0038-1. 
  2. 2.0 2.1 2.2 Brigitte Colin. The Beirut Museum Opens its Doors (.pdf). UNESCO. ციტირების თარიღი: April 16, 2008
  3. Lee, David C.J. (1996). Ernest Renan: In the Shadow of Faith. London, UK: Duckworth. ISBN 0-7156-2720-1. 
  4. 4.0 4.1 Helga Seeden. Lebanon's Archaeological Heritage. Lebanese Center for Policy Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 11, 2009. ციტირების თარიღი: April 18, 2008
  5. 5.0 5.1 Where @ Lebanon.com – Museums – National Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2008. ციტირების თარიღი: April 16, 2008
  6. Kaufman, Asher (January 23, 2004). Reviving Phoenicia: in search of identity in Lebanon. I.B.Tauris, გვ. 277. ISBN 9781860649820. 
  7. Blake, Emma (2005). The archaeology of Mediterranean prehistory, 2005, Blackwell studies in global archaeology, Wiley-Blackwell. ISBN 9780631232681. 
  8. Pharès, Joseph (December 2003). „The National Museum of Lebanon in Beirut“. Museum International. UNESCO. 55 (3–4): 38–43. doi:10.1111/j.1350-0775.2003.00435.x. S2CID 162203085.
  9. Bulletin Du Musée De Beyrouth fr. Maisonneuve editions. ციტირების თარიღი: April 17, 2008