ბეირა-ბაიშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეირა-ბაიშა

ბეირა-ბაიშა (პორტ. Beira Baixa) – პორტუგალიის ყველაზე მცირედ დასახლებული ისტორიული პროვინცია. არსებობდა 1936—1976 წლებში. დედაქალაქი იყო კაშტელუ-ბრანკუ. 1967 წელს მისი ფართობი იყო 2,9 ათ. კმ², ხოლო მოსახლეობა 500 ათასი კაცი. მოიცავდა დღევანდელ 13 მუნიციპალიტეტს.