ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეინბრიჯის კლასი
ნაღმოსანი შშგ ბეინბრიჯი
ტიპი: საესკადრო ნაღმოსანი
სახელი: ბეინბრიჯის კლასი
თანამოსახელე: კომოდორი უილიამ ბეინბრიჯი
ოპერატორი: აშშ-ის დროშა აშშ-ის საზღვაო ძალები
მშე­ნე­ბე­ლი: სხვადასხვა
მშენებლობა: 1899–1903
ექსპლუატაცია: 1902–1919

ბეინბრიჯის კლასისაესკადრო ნაღმოსნების პირველი კლასი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის შეიქმნა. მათი წარმოება მიმდინარეობდა 1899–1903 წლებში. ბეინბრიჯის კლასის პირველი გემი აშშ-ის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 1902 წელს შევიდა, სულ 13 ნაღმოსანი შეიქმნა. 1919 წელს პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის შემდეგ გემები ჩამოწერეს და გაყიდეს. 13 გემიდან ერთ-ერთი შშგ ჩონსი ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად დაიკარგა (ჩაიძირა), ჩამოწერის შემდეგ დარჩენილი 12 გემი გაყიდეს, მათგან 1 ტამპაში, ფლორიდაში მდებარე Denton Shore Lumber Company-მ შეიძინა, დანარჩენი 11 კი მეტალურგიული ქარხნის მფლობელმა ჯოზეფ ჰიტნერმა.

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი და თანამედროვე წყაროების მიხედვით 1898–1899 წლებში ჩაეშვა 4 ნაღმოსანი: ფარაგუტი, სტრინგჰემი, გოლდსბორო და ბეილი. მათი წყალწყვიდან გამომდინარე (235 ტონიდან 340 ტონამდე) ეს ნაღმოსნები პირველ საესკადრო ნარმოსნებად მიიჩნეოდნენ. მათ შორის ყველაზე დიდი სტრინგჰემი იმ დროის სამეფო ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებთან შედარებით უფრო დიდი იყო[1][2]. თუმცა, 1899 წელს დაიწყო ბეინბრიჯის კლასის გემების მშენებლობა, რომელთა წყალწყვაც 420 ტონას შეადგენდა. სტრინგჰემთან შედარებით ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსნები ბევრად უფრო დიდები იყვნენ, ამავდროულად მათი შეიარაღებაც უფრო მძიმე იყო.

ბეინბრიჯის კლასის გემების წაროება დაიწყო ომის გეგმების კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ 1898 წელს ჩამოყალიბდა. კომიტეტის საქმიანობას წარმოადგენდა ომის გამოძიება, მისი თავმჯდომარე იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილე თეოდორ რუზველტი. კომიტეტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო აშშ-ის მიერ საკუთარი საესკადრო ნაღმოსნების მშენებლობის აუცილებლობა. მიზეზად დასახელებული იყო საზღვაო ოპერაციებში აშშ-ის გემების (მაგ. ნაღმოსანი პორტერი 265 ტონა წყალწყვით) ნაკლებად ეფექტურობა, ასევე ესპანური საესკადრო ნაღმოსნების (მაგ. ფურორი 370 ტონა წყალწყვით) არსებობა, რომლებიც აშშ-ის ნაღმოსნებთან შედარებით უკეთესები იყვნენ[2]. სამშენებლო სიძნელეების გამო ბეინბრიჯის კლასის გემების მშენებლობა ესპანეთ-ამერიკის ომის მსვლელობისას ვერ მოესწრო, მათი დასრულება მხოლოდ 1901–1902 წლებისთვის მოხერხდა[2] . ამის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ნაღმოსნები მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე აღარ შექმნილა. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, აშშ-ის ფლოტისთვის ახალი ნაღმოსნები შექნეს, თუმცა ახალი გემების დიზაინს საესკადრო ნაღმოსნებთან საერთო აღარაფერი ჰქონდა.

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

420 ტონა საშუალო წყალწყვით ბეიბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსნები წინამორბედ ნაღმოსნებთან შედარებით ორჯერ დიდები იყვნენ. მომატებული წყალწყვით შესაძლებელი გახდა გემების უფრო მძიმედ შეიარაღება, ახალი ტექნიკის დამახმარებით კი გემების სიჩქარე გაუმჯობესდა. მათ თავისუფლად შეეძლოთ გაეწიათ კონკურენცია წინამორბედი გემებისათვის. თუ ნაღმოსნების სიჩქარე 29 კვანძს (54 კმ/სთ) შეადგენდა, ბეინბრიჯის კლასის გემები 28 კვანძს (52 კმ/სთ) ავითარებდნენ, თუმცა ისინი ზომით ნაღმოსნებზე ორჯერ დიდები იყვნენ და შეიარაღებაც უფრო მზიმე ჰქონდათ[2]. ახალი გემები აღჭურვილები იყვნენ ორი 457 მმ-იანი (18 ინჩი) სატორპედო მილისაგან. როგორც აღმოჩნდა დიზაინერებისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო საქვემეხო შეიარაღების გაზრდა ვიდრე სატორბედო მილების[3] .

ახალი გემები აღჭურვილები იყვნენ ორი 76 მმ-იანი (3 ინჩი) 50 კალიბრიანი და ხუთი 6 გირვანქიანი 57 მმ-იანი (2.2 ინჩი) ქვემეხებით. შესაბამისად ახალი გემების შეაიარაღება წინამორბედებთან (მაგ. ფარაგუტის ოთხი 6 გირვანქიან ქვემეხი) შედარებით ბევრად უკეთესი იყო[4][5]. მათ შეეძლოთ ნაღმოსნები სწრაფად გაენადგურებინათ და არ მიეცათ მათთვის სახაზო გემებთან მიახლოების საშუალება. აღსანიშნავია, რომ საესკადრო ნაღმოსნების მომავალ კლასებში შეიარაღებამ პროგრესულად მოიმატა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, წყალქვეშა ნავების საწინაარმდეგო მისიების დროს ბეინბრიჯის კლასის გემები დამატებით აღჭურვილები იყვნენ ერთი ან ორი სიღრმისეული ჭურვებით[6].

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეინბრიჯის გემებში ნახშირის ბოილერებისა და სამმაგი გაფართოების ძრავების საუკეთესო, ხელმისაწვდომი ტექნოლოგია გამოიყენეს. მიუხედავად ამის მომდევნო თაობის გემებში (დაწყებული სმიტის კლასიდან) ორთქლის ტურბინების გამოყენება დაიწყეს. მომავალში, სამხედრო გემების ძრავების ტექნოლოგიურ ევოლუციაში სისწრაფე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.

  • ბეინბრიჯს ჰქონდა Thornycroft-ის ოთხი ბოილერი, რომლებიც 275 ფკდ (1 900 კპა) ორთქლით ამარაგებდნენ ორ სამმაგი გაფართოების ძრავებს. ძრავები ჯამში გამოიმუშავებდნენ 7 000 იცძ-ს (5 200 კვ)[7]. ბეინბრიჯს შეეძლო 8 000 იცძ-ით (6 000 კვ) 28.45 კვანძის (52.6 კმ/სთ) განვითარება. ნახშირის საშუალო მოცულობა 213 ტონას შეადგენდა[2].
  • ჰოპკინზს ჰქონდა Thornycroft-ის ოთხი ბოილერი, რომლებიც ორთქლით ამარაგებდნენ ორ სამმაგი გაფართოების ძრავებს. ძრავები ჯამში გამოიმუშავებდნენ 7 000 იცძ-ს (5 200 კვ)[7]. ჰოპკინზს შეეძლო 8 456 იცძ-ით (6 306 კვ) 29.02 კვანძის (53.7 კმ/სთ) განვითარება. ნახშირის საშუალო მოცულობა 150 ტონას შეადგენდა[2].
  • ლოურენსს ჰქონდა Normand-ის ოთხი ბოილერი, რომლებიც ორთქლით ამარაგებდნენ ორ სამმაგი გაფართოების ძრავებს. ძრავები ჯამში გამოიმუშავებდნენ 8 400 იცძ-ს (6 300 კვ)[7]. ლოურენსს შეეძლო 8 400 იცძ-ით (6 300 კვ) 28.41 კვანძის (52.6 კმ/სთ) განვითარება. ნახშირის საშუალო მოცულობა 115 ტონას შეადგენდა[2].

ქვეკლასები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყარო ბეიბრიჯის კლასს სხვადასხვა დამატებით კლასებად ყოფს[8][9][7].

  • ჰოპკინზსა და ჰულს ე.წ. კუს გემბანი ჰქონდათ, რის გამოც მათ ჰოპკინზის კლასს მიაკუთვნებდნენ. ორივეს ორი ცალკეული სატორპედო მილი ჰქონდა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს ცალკეული მილები ტყუპი მილებით ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც სატორპედოს მილების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა[7][10].
  • ლოურენსსა და მაკდონაუს კუს გემბანი და გემთსაშენ Fore River-ის ბოილერები ჰქონდათ, ასევე ორივე საესკადრო ნაღმოსანს ბოილერის ოთხივე მილი ჯგუფურად ჰქონდა განლაგებული, რის გამოც მათ ლოურენსის კლასს მიაკუთხვნებდნენ. 1906 წელს წონის ეკონომიის მიზნით ორი დამატებითი 57 მილიმეტრიანი ქვემეხი ორი 3 ინჩიანი ქვემეხით ჩაანაცვლეს[10].
  • პოლ ჯონსი, პერი და პრებლი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ორი ცალკეული სატორპედო მილის მაგივრად ერთი ტყუფი სატორპედო მილით იყვნენ აღჭურვილები, რის გამოც სავარაუდოდ სამივე საესკადრო ნაღმოსანს პოლ ჯონსის კლასს მიაკუთხვნებდნენ[7].
  • სტიუარტი Seabury-ს ბოილერებით იყო აღჭურვილი და გამოცდების დროს 400 ტონა წყალწყვის მქონეთა შორის ყველა სწრაფი აღმოჩნდა სიჩქარით 29.7 კვანძი (55 კმ/სთ), რის გამოც მას სტიუარტის კლასს მიაკუთვნებდნენ[10][2].

სერვისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904–1917 წლებში ბეიბრიჯის კლასის რამდენიმე გემი ფილიპინებში განალაგეს. პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის მონაწილეობის დროს ეს ნაღმოსნები ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანეს, სხვადასხვა გემების დასაცავად. კლასის სხვა ნაღმოსნები ატლანტის ოკეანეში მსახურობდნენ, ნაწილი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მსახურობდა, ნაწილი კი პანამის არხს იცავდა. 1907 წელს საესკადრო ნაღმოსანი ჩონსი ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად დაიკარგა. 1919 წელს კომპიენის ზავის შემდეგ დარჩენილი ნაღმოსნები გაყიდეს, რათა დაეშალათ ან სავაჭრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

საესკადრო ნაღმოსნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეინბრიჯის კლასის 13 საესკადრო ნაღმოსანი[10][11][12][13]:

გემი მშობლიური სახელი მშენებლობა ჩაეშვა ექსპლუატაცია ჩამოწერა ბედი
შშგ ბეინბრიჯი (DD-1) USS Bainbridge (DD-1) 15 აგვისტო 1899 27 აგვისტო 1901 12 თებერვალი 1903 15 სექტემბერი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა სავაჭრო გადაზიდვების მიზნით
შშგ ბარი (DD-2) USS Barry (DD-2)
1899
22 მარტი 1902 24 ნოემბერი 1902 28 ივნისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ ჩონსი (DD-3) USS Chauncey (DD-3)
1899
26 ოქტომბერი 1901 21 თებერვალი 1903 19 ნოემბერი 1917 (ჩაიძირა) ჩაიძირა ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად
შშგ დეილი (DD-4) USS Dale (DD-4)
1899
24 ივლისი 1900 13 თებერვალი 1903 9 ივლისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ დეკეიტერი (DD-5) USS Decatur (DD-5)
1899
26 სექტემბერი 1900 19 მაისი 1902 20 ივნისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ ჰოპკინზი (DD-6) USS Hopkins (DD-6)
1899
24 აპრილი 1902 23 სექტემბერი 1903 20 ივნისი 1919 შეიძინა Denton Shore Lumber Company-მ
შშგ ჰალი (DD-7) USS Hull (DD-7)
1899
21 ივნისი 1902 20 მაისი 1903 7 ივლისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ ლოურენსი (DD-8) USS Lawrence (DD-8) 10 აპრილი 1899 7 ნოემბერი 1900 7 აპრილი 1903 20 ივნისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ მაკდონაუ (DD-9) USS Macdonough (DD-9) 10 აპრილი 1899 24 დეკემბერი 1900 5 სექტემბერი 1903 3 სექტემბერი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით
შშგ პოლ ჯონსი (DD-10) USS Paul Jones (DD-10) 20 აპრილი 1899 14 ივნისი 1902 19 ივლისი 1902 15 სექტემბერი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით
შშგ პერი (DD-11) USS Perry (DD-11) 19 აპრილი 1899 27 ოქტომბერი 1900 4 სექტემბერი 1902 2 ივლისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით
შშგ პრებლი (DD-12) USS Preble (DD-12) 21 აპრილი 1899 2 მარტი 1901 14 დეკემბერი 1903 11 ივლისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა
შშგ სტიუარტი (DD-13) USS Stewart (DD-13) 24 იანვარი 1900 10 მაისი 1902 1 დეკემბერი 1902 9 ივლისი 1919 შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gardiner and Chesneau, pp. 90-94, 157-158
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Friedman, pp. 9-19, 452-453
  3. US Navy Torpedo History, part 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-15. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
  4. DiGiulian, Tony 3"/50 Mk 2 at NavWeaps.com
  5. DiGiulian, Tony 6 pdr Mk 1 at NavWeaps.com
  6. Friedman, p. 68
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Gardiner and Chesneau, pp. 157-158
  8. DestroyerHistory.org First US destroyers
  9. Tin Can Sailors @ Destroyers.org - Destroyer classes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-13. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Bauer and Roberts, p. 168
  11. DestroyerHistory.org Bainbridge class destroyer
  12. DestroyerHistory.org Hopkins class destroyer
  13. DestroyerHistory.org Lawrence class destroyer