ბეთლემობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეთლემობა — ფეთხანიობა, თბილისელების, მეტწილად სომხების დღესასწაული, ღვთისმშობლის მიძინების დღეს იმართებოდა XIX-XX საუკუნეების დასაწყისში 28 აგვისტოს ბეთლემის (ფეთხაინის) ღვთისმშობლის ეკლესიასთან. მლოცველთა მსვლელობა სოლოკაკის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მდგარი ეკლესიისაკენ დილიდანვე იწყებოდა. წირვის დროს გამოასვენებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ სალოცავად მისულნი. ეკლესიიდან გამოსული მრევლი კიდევ დიდხანს რჩებოდა საყდრის ეზოში, ხოლო დაავადებული და დავრდომილი მლოცველები ეკლესიის გალავანში პატარა სამლოცველოს ნიშში შედიოდნენ და რამდენიმე დღეს იქ ატარებდნენ ლოცვა-ვედრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია, თბილისი, თბ., 2002 გვ. 337