ბეთლემის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეთლემის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ქვემო უბანი
წინა სახელები ფეთხაინის ქუჩა, მეშადი აზიზბეკოვის ქუჩა

ბეთლემის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); პურის მოედნიდან ორპირისა და სამღებროს ქუჩებამდე. ქუჩის კონტური გვიანდელ შუა საუკუნეებში გამოიკვეთა, ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე აღნიშნულია უსახელოდ, 1867 წლის გეგმაზე — ფეთხაინის ქუჩის სახელით. სახელწოდება წარმოდგება სოლოლაკის ფერდობზე მდგარ ბეთლემის (ფეთხაინის) ზედა და ქვედა ეკლესიებიდან. 1923 წელს ფეთხაინის ქუჩას — მეშადი აზიზბეკოვის სახელი, 1990 წელს კი ბეთლემის ქუჩა დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩა გრძელდებოდა მხოლოდ ორპირის ქუჩამდე, ხოლო ქუჩის მონაკვეთი ორპირის შესახვევიდან სამღებროს ქუჩამდე დატანილია როგორც საქარის შესახვევი. აქვე, საადისა და ბეთლემის ქუჩებს შორის, მდებარეობდა აზიზბეკოვის II შესახვევი (I შესახვევი — ახლანდელი ქვემო გომის II ჩიხი); ქუჩას ჰქონდა აგრეთვე ორი ჩიხი. I ჩიხი (გომის ქუჩის დასაწყისი ასკანის IV ჩიხამდე) შეუერთდა გომის ქუჩას, II ჩიხი იწყებოდა ქვემო გომის II ჩიხიდან.

ბეთლემის ჩიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთლემის ჩიხი — ჩიხი თბილისში, კრწანისის რაიონი (კლდისუბანი); გომის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვიწრო ჩიხი; შემდეგ მეშადი აზიზბეკოვის ჩიხი დაერქვა. 1990 წლიდან ბეთლემის ქუჩა ჰქვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]