ბევერლი ედლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბევერლი ედლენდი
დაბადების თარიღი 16 სექტემბერი, 1942
ჰოლივუდი, კალიფორნია, U.S.
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 2010(2010-01-05)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1951–1959
მეუღლე(ები)
  • Maurice Jose de Leon
  • Joseph E. McDonald
  • Ronald Fisher
შვილ(ებ)ი 1

ბევერლი ელენ ედლენდი (ინგლ. Beverly Aadland დაიბადა 16 სექტემბერი, 1942. ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ - გარდაიცვალა 5 იანვარი, 2010)[1] იყო ამერიკელი კინომსახიობი. იგი გამოჩნდა ფილმებში, მათ შორის იყო South Pacific. როგორც თინეიჯერი, მან ითამაშა ეროლ ფლინის ფილმში Cuban Rebel Girls, ასევე, ბევერლის ეროლთან ჰქონდა ურთიერთობა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადლენდი დაიბადა ჰოლივუდში, კალიფორნია. იგი შოუბიზნესში ახალგაზრდობაშივე ჩაერთო, გამოჩნდა ფილმში კომივოიაჟორის სიკვდილი (1951).[2]

კარიერა და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევერლი ელინ ადლენდი 17 წლის იყო, როდესაც მსახიობ ეროლ ფლინთან ერთად იყო, როდესაც იგი გარდაიცვალა გულის შეტევით 1959 წლის 14 ოქტომბერს, ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია 50 წლის ასაკში.[3] 1961 წელს, ადლენდის დედამ, ფლორენცია ადლენდმა, წიგნში „დიდი სიყვარული“ განაცხადა, რომ მსახიობ ფლინს მის ქალიშვილთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა 15 წლის ასაკიდან, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი მიიჩნევდა, რომ იგი 18 წლის იყო.[4] [5]

Errol Flynn1.jpg
ეროლ ფლინი - ბევერლის თინეიჯერობის სიყვარული

THE BIG LOVE არის ჰოლივუდური კოშმარი. ის მოგვითხრობს ეროლ ფლინზე - მკრთალ, ალკოჰოლიკ კინოვარსკვლავზე და არასრულწლოვან მოცეკვავე-მსახიობზე ბევერლი ადლენდზე. მთხრობელად კი გვევლინება ბევერლი ადლენდის დიდების თაყვანისმცემელი დედა ქალბატონი ფლორენცია ადლენდი, რომელიც ურთიერთობას უწყობს ხელს. არაფერია დახვეწილი და საძაგელი ამ მოგონებებში: ეს არის აღმაშფოთებელი, გროტესკული, სურეალური, ცნობილი - ინტიმური სახე ჰოლივუდური ექსპლუატაციისა და გახრწნის შესახებ. ერთის მხრივ, THE BIG LOVE ასახავს ეროლ ფლინის, მსახიობის გაუარესებას, რომელიც საკმაოდ აქტუალური იყო მრავალი წლის განმავლობაში ფილმებით, როგორიცაა კაპიტანი სისხლი (1935) და რობინ ჰუდის თავგადასავალი (1938). მას აწუხებს სამედიცინო პრობლემები და სვამს - თავს სასიკვდილოდ იმეტებს. მეორეს მხრივ, არის ქალბატონი ფლორენცია ადლენდი, ასევე ალკოჰოლიკი, დედა, რომელიც უბიძგებს ქალიშვილ ბევერლის ამ ადამიანისკენ, საკუთარი ქორწინების ფასად. [6]

წიგნი გადაიქცა ბროდვეის ერთ ქალთა შოუდ, რომელშიც თრეისი ულმანი თამაშბდა ფლორენციის როლში. მოგონებები 2018 წელს გამოიცა Spurl Editions- ის მიერ.[7] ბევერლი ადლენდმა ფლინთან მისი ურთიერთობის შესახებ 1988 წელს განაცხადა People- ში და დაადასტურა, რომ მას თინეიჯერულ პერიოდში ჰქონდა ფლინთან სექსუალური კავშირი.[8] ფლენთან მისი ურთიერთობის შესახებ გამოვიდა ფილმი The Last of Robin Hood. ადლენდს ასრულებდა დაკოტა ფენინგი.[9]

1960 წელს უილიამ სტანციუ, მისი მაშინდელი მეგობარი მამაკაცი, გარდაიცვალა მის ბინაში, მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა მათი კამათის შემდეგ. ამ მოვლენამ გამოიწვია ის, რომ საქმე შემდეგ წელს სასამართლოს გადაეცა.[10]

ადლენდი დაქორწინებული იყო და განქორწინდა ორჯერ, სანამ რონალდ ფიშერზე იქორწინა 1960-იანი წლების ბოლოს. წყვილს შეეძინათ ქალიშვილი. იგი დაქორწინებული იყო რონალდ ფიშერზე, ჯოზეფ მაკდონალდზე და მორის ხოსე დე ლეონზე.

ბევერლი ადლენდ ფიშერი გარდაიცვალა 2010 წლის 5 იანვარს, ლანკასტერის საზოგადოებრივ საავადმყოფოში დიაბეტის გართულებებისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო. იგი 67 წლის იყო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1] - by Florence Aadland, Tedd Thomey - https://www.goodreads.com/

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Los Angeles Times Obituary Accessed 10 January 2010.
  2. Lentz, Harris M. III (2011). Obituaries in the Performing Arts, 2010 McFarland. p. 1. ISBN 9780786486496. Retrieved February 9, 2017.
  3. Lin II, Rong-Gong (January 10, 2010). "Beverly E. Fisher dies at 67; Errol Flynn's final girlfriend" Los Angeles Times. Retrieved October 28, 2018.
  4. Smith, Jack (December 30, 1985). "A few more literary favorites among the best of the firsts and the best of the lasts". Los Angeles Times.
  5. Aadland, Florence (1986). Thomey, Tedd (ed.). The Big Love (reprint ed.). Grand Central Pub. p. 206. ISBN 0-446-30159-0.
  6. The Big Love - by Florence Aadland at https://books.google.ge/
  7. Rich, Frank (March 4, 1991). "Review/Theater; Tracey Ullman by Herself in 'The Big Love'" The New York Times. The New York Times Company. p. 11. Retrieved December 23, 2010.
  8. Aadland, Beverly (October 17, 1988). "Errol Flynn's Pretty Baby" დაარქივებული 2009-09-15 საიტზე Wayback Machine. People. Meredith Corporation. Retrieved January 10, 2010.
  9. Zacharek, Stephanie (August 27, 2014). "The Last of Robin Hood Wrestles with a Star's Underage Love" Village Voice. Houston Press. Archived from the original on September 3, 2014. Retrieved October 28, 2018.
  10. Lentz, Harris M. III (2011). Obituaries in the Performing Arts, 2010 McFarland. p. 1. ISBN 9780786486496. Retrieved February 9, 2017.