შინაარსზე გადასვლა

ბედნიერების საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედნიერების საერთაშორისო დღე

ბედნიერების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება 20 მარტს.[1] იგი დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 2012 წლის 28 ივნისს.[2]

ბედნიერების საერთაშორისო დღის მიზანია, რომ მსოფლიოს ხალხმა გააცნობიეროს ბედნიერების მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში.[3] 2015 წელს გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ წამოიწყო 17 მდგრადი განვითარების მიზანი, რათა ადამიანების ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადოს. მისი ძირითადი განვითარების მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება და ჩვენი პლანეტის დაცვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ასაკის ადამიანს, შეუერთდეს ბედნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას.

ასამბლეის რეზოლუცია A/RES/66/281 შესაბამის ნაწილში აცხადებს:

ვიკიციტატა
„გენერალური ასამბლეა აცნობიერებს, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა არის ადამიანის ფუნდამენტური მიზანი, აღიარებს ასევე ეკონომიკური ზრდის უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და დაბალანსებული მიდგომის საჭიროებას, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, სიღარიბის აღმოფხვრას, ბედნიერებასა და ყველა ხალხის კეთილდღეობას, გადაწყვიტა გამოაცხადოს 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ, მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების სისტემის ორგანიზაციებსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩათვლით, სათანადოდ აღნიშნონ ბედნიერების საერთაშორისო დღე, მათ შორის განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების საშუალებით.“
( გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, რეზოლუცია მიღებული გენერალური ასამბლეის მიერ 2012 წლის 28 ივნისს [4])

საერთაშორისო ბედნიერების დღის დაფუძნებამდე, ლუის გალარდოსთან მსოფლიო ბედნიერების ფონდის პრეზიდენტთან ერთად ჯეიმ ილიენმა შექმნა „ჰეპიტალიზმი“. ილიენი 2006-დან 2012 წლამდე გაეროში ატარებდა კამპანიას ბედნიერების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის პრიორიტეტულობის წახალისებისა და წინსვლისთვის. [5]

2011 წელს ჯეიმ ილიენმა გაეროს გენერალურ ასამბლეას საერთაშორისო ბედნიერების დღის იდეა შესთავაზა. მას სურდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას მსოფლიოში ბედნიერების ეკონომიკა წაეხალისებინა ყველა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესებით. ეს იდეა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. 2011 წლის 19 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გაეროს რეზოლუცია 65/309, "ბედნიერება ზრდისადმი ჰოლისტური მიდგომისკენ", რომელიც იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ჯიგმე თინლეის, ინიციატივა ბუტანიდან, ქვეყნიდან, რომელიც 1970-იანი წლებიდან ცნობილია "ეროვნული ბედნიერების მთლიანი" მიზნისკენ სწრაფვით.[6]

საერთაშორისო ბედნიერების დღე ოფიციალურად 2012 წელს დაფუძნდა და პირველად 2013 წელს აღნიშნეს. ჯეიმ ილიენის კონცეფციაზე დაყრდნობით, გაერომ წინ გადადგა ნაბიჯი მსოფლიო ბედნიერების დღესთან დაკავშირებით, რათა ხალხს აცნობოს ბედნიერების მნიშვნელობის შესახებ ადამიანების ცხოვრებაში და საჯარო პოლიტიკაში ბედნიერების ჩართვის აუცილებლობის შესახებ.[7]

მსოფლიო ბედნიერების დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს ხალხს, გააკეთონ უფრო უწყვეტი პროგრესი და პატარა საქმეები, რომლებიც გააუმჯობესებენ მათ ცხოვრებას გაუმჯობესებას.[8]

გაუზიარეთ ბედნიერება მეგობრებსა და ოჯახს ბედნიერების საერთაშორისო დღეს. დროის გამოყოფა იმისთვის, რომ აღნიშნოთ და დააფასოთ ის, რისთვისაც თქვენ მადლიერი ხართ, თუნდაც პატარა რამეები, გაგხდით უფრო ბედნიერს და ცხოვრებით კმაყოფილს. გაითვალისწინეთ ამის ყოველდღიურ ჩვევად ქცევა, როგორიცაა მადლიერების ჟურნალის წარმოება. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და სცადეთ გამოასწოროთ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც რთულ პერიოდს გადის, რადგან ხარისხიანი ურთიერთობები გადამწყვეტია ბედნიერებისთვის. სცადეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრამა, სადაც თქვენ ყოველდღიურად შეხვდებით თანამოაზრე ადამიანებს, რათა დაეხმაროთ ერთმანეთს იმოქმდოთ ერთად და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში. ასევე შეგიძლიათ შეწიროთ თანხა ან იმუშაოთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რომელიც თქვენი არჩევანის მიხედვით წაახალისებს კეთილ საქმეებს. სოციალური ქსელები კიდევ ერთი გზაა სხვებთან დასაკავშირებლად. ეს არის განსაკუთრებით ძლიერი ინსტრუმენტი ამ დღეს, რადგან ის გვეხმარება ჩვენ მომენტალურად გავაზიაროთ და გავავრცელოთ ჩვენი აქტივობები და ბედნიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[9]

  1. International Day of Happiness, 20 March. United Nations (31 July 2015). ციტირების თარიღი: 16 July 2021
  2. International Day of Happiness 2021: Theme, history of the day en (2021-03-16). ციტირების თარიღი: 2021-07-16
  3. Nations, United. International Day of Happiness en. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  4. Resolution adopted by the General Assembly on 28 June 2012
  5. About The Day en-US. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  6. When is the International Day of Happiness 2021 and what is it? en. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  7. International Day of Happiness en. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  8. International Day of Happiness, 20 March | DISD en-US (2015-07-31). ციტირების თარიღი: 2021-04-29
  9. International Day of Happiness en. ციტირების თარიღი: 2021-04-29