შინაარსზე გადასვლა

ბედია მუვაჰიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედია მუვაჰიტი
მშობლიური სახელი თურქ. Bedia Muvahhit
დაბადების სახელი თურქ. Emine Bedia Şekip
დაბადების თარიღი 16 იანვარი 1896
სტამბული, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი 1994 (98 წლის)
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პროფესია მსახიობი
წოდება თურქეთის სახელმწიფო არტისტი

ბედია მუვაჰიტი (დაბადების სახელი ემინე ბედია შეკიპი) (დ. 16 იანვარი, 1897 — გ. 20 იანვარი, 1994) — თურქი მსახიობი. ერთ-ერთი პირველი მუსლიმი მსახიობი. თურქეთის სახელმწიფო არტისტი (1987).

ბედია დაიბადა 1897 წლის 16 იანვარს პროკურორ შექიფ ბეის და მისი მეუღლის რეფიქი ჰანიმის ოჯახში სტამბოლის კადიქოის რაიონში. მან დაწყებითი განათლება კუნძულ ბუიუკადას წმინდა ანტუანის სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სტამბოლის Notre Dame de Sion-ის საფრანგეთის ლიცეუმში. თურქული და ფრანგული ენების გარდა ბედიამ ბერძნულიც იცოდა.[1][2][3]

1914 წელს დაიწყო სამსახური სახელმწიფო სატელეფონო კომპანიაში სატელეფონო ოპერატორად. [2] 1921 წლიდან ასწავლიდა ფრანგულს ერენკოის გოგონათა სკოლაში. [3] დაახლოებით ამავე დროს, იგი შეხვდა მსახიობ აჰმეთ რეფეთ მუვაჰიტს. ერთმანეთი გაიცნეს, როცა ბედიამ მას ავტოგრაფი სთხოვა. ისინი 1923 წელს დაქორწინდნენ. 1922 წელს ბედიას და აჰმეთს შეეძინათ ვაჟი, შუაიპ სინა არბელი (1922-1991). 1923 წელს ბედიამ თავი დაანება პედაგოგიურ საქმიანობას ერენკოიში და სამსახიობო კარიერით დაკავდა. 1927 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე. [2]

1933 წელს ბედია ცოლად გაჰყვა ფერდი სტატცერს (ასევე ცნობილი როგორც ფერდი სტაცერი). ბედიას მეორე ქორწინება გაგრძელდა 18 წელი. 1951 წელს ბედია მეუღლეს დაშორდა. განქორწინების შემდეგ ბედიამ მიიღო პირველი ქმრის გვარი[4].

ბედია მუვაჰიტი გარდაიცვალა 1994 წლის 20 იანვარს სტამბოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 98 წლის ასაკში. დაკრძალეს აშიანის სასაფლაოზე.

ბედია მუვაჰიტი პირველად გამოჩნდა ეკრანზე 1917 წლის ფილმში „პენჩე“

1923 წელს, აჰმეთ მუვაჰიტთან ქორწინების შემდეგ ოჯახის საერთო მეგობარმა, რეჟისორმა მუჰსინ ერთუგრულმა ბედია მიიწვია ფილმ „ცეცხლის პერანგში“ გადასაღებად, რომელიც ეფუძნებოდა ჰალიდე ადივარის ამავე სახელწოდების წიგნს. [1] [3] .ბედია თეატრშიც თამაშობდა. საერთო ჯამში, მისი სამსახიობო კარიერა ორმოცდაათ წელზე მეტხანს გაგრძელდა. 1975 წელს ბედიამ დაასრულა სამსახიობო კარიერა. [2] [3]

  1. 1.0 1.1 Bedia Muvahhit. İstanbul Kadın Müzesi. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Bedia Muvahhit Biyografi. Biyografi İnfo. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Bedia Muvahhit (Sanatçı 15.ölüm yıldönümü). Kültür ve Turizm Bakanlğı. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  4. Internet Movie Database (ინგლ. ) — 1990.