ბედენის ქედი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბედენის ქედი | |
---|---|
![]() ბედენის ქედი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ხედი ჩრდილოეთიდან), ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს ბედენის მთა | |
კოორდინატები: 41°37′00″ ჩ. გ. 44°12′00″ ა. გ. / 41.61667° ჩ. გ. 44.20000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | წალკის მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ბედენის მთა |
სიმაღლე | 1875 მ |
ბედენის ქედი — ქედი საქართველოში. წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა და ქციის წყალგამყოფს. ადმინისტრაციულად ვრცელდება წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. უმაღლესი ადგილია ბედენის მთა (1875 მ). ქედზე გადადის სამანქანო გზა. თბილისი-თეთრიწყარო-წალკა. ბედენის ქედი აგებულია ხარხული ვულკანოგენური ნალექებით, ნეოგენური და მეოთხეული ლავებით. აქვს სამხრეთი განშტოება, სადაც იაილოს მთაა. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზოგან — ფიჭვნარით, თხემზე მეორეული მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 265.