საგვერდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბედენიკი)
საგვერდული

საგვერდული — მღვდელმსახურის შესამოსელი. ოთხკუთხოვანი, მართკუთხა ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ორ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. ბოლოვდება ფოჩებით. გულმოდგინე და ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელმთავრისაგან მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, ისევე როგორც ენქერი. ხოლო ორივე ჯილდოს შემთხვევაში მარცხენა მხარეს კეთდება საგვერდული, მარჯვნივ კი – ენქერი.

საგვერდული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა და უმაღლეს იერარქიულ ჯილდოს წარმოადგენს. სავარაუდოდ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, რუსულის გავლენით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა შესამოსელშიც შემოვიდა და XX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსგავსი შესამოსელი არ არსებობს.

სიმბოლურად საგვერდული ნიშნავს სულიერ მახვილის, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • „საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი“
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.