ბეგონია
იერსახე
ბეგონია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Begonia | ||||||||||
|
ბეგონია (ლათ. Begonia) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი, ბუჩქოვანი ან ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი ბეგონიასებრთა ოჯახისაა.
გვარში გაერთიანებულია 800-მდე სახეობა, რომლებიც ბუნებრივად იზრდება ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (ავსტრალიის გარდა). ბეგონიის ფოთოლი ასიმეტრიულია, ყვავილი ერთსქესიანი, ერთსახლიანი, ნაყოფი წარმოადგენს კოლოფს, რომელშიც მრავალი წვრილი თესლია. მრავლდება თესლით, კალმითა და ფოთლით.
განასხვავებენ ბუჩქისებრ (გორგლიანს) და ფოთლოვან ბეგონიებს. პირველს აქვს უხვი კაშკაშა ყვავილები, მეორეს — ლამაზად შეფერილი ფოთლები. კულტივირებულია ორანჟერეებსა და ოთახის მეყვავილეობაში, ზოგიერთი სახეობა მოჰყავთ ღია გრუნტზე (ყვავილოვან ბორდიურებად).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 265.