ბეგი (საფეხური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეგი.

ბეგი — მაღალი მიწის კაშხალის, რკინიგზის ყრილის, არხის ან კარიერის ფერდობზე გაკეთებული საფეხური, რომლის დანიშნულებაა მისი დაცვა ატმოსფერული წყლით წარეცხისაგან. კარიერებში არის სატრანსპორტო (სიგანე 8—15 მ) და დამცველი (სიგანე 3—5 მ) ბეგები. პირველი სანგრევს აერთებს ზედაპირთან, მეორე ჩამონგრევისაგან იცავს კარიერის გვერდებს. არსებობს აგრეთვე 7—10 მ სიგანის ბეგი, სადაც გროვდება ჩამონგრეული ქანები (ამ ქანებისაგან ბეგს პერიოდულად ასუფთავებენ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]