ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ
begüm kütük

ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1980 (1980-08-27) (43 წლის)
იზმირი თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ეთნიკურად თურქი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2002 — დღემდე
სიმაღლე 1.78 მ
წონა 58 კგ
მეუღლე(ები) ერდილ იაშაროღლუ

ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ (თურქ. Begüm Kütük Yaşaroğlu; დ. 27 აგვისტო 1980, იზმირი, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი. ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან „ელიფი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ დაიბადა 1980 წლის 27 აგვისტოს იზმირში, საშუალო სკოლა დაამთავრა ნამიქ-ქემალის სკოლა და და განათლება მიიღო იზმირის კერძო ლიცეუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ანატოლიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ის უნივერსიტეტში ასევე თამაშობდა ფრენბურთს, ბეგიუმი ასევე სწავლობდა საფრანგეთში ნენსი 2-ის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა ფრანგული ენა.

2001 წელს ბეგიუმმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში „თურქეთის საუკეთესო მოდელი“, სადაც მეორე ადგილზე გავიდა, მანამდე ის მუშაობდა როგორც პროფესიონალი მოდელი. ის გამოდიოდა მაღალი მოდის ჩვენებებზე თურქეთში.

სამსახიობო კარიერა ბეგიუმმა დაიწყო 2002 წელს განასახიელა რა მელექი სერიალში „მელექი“, ამას მოჰყვა მრავალი ფილმი: „მგლები ხეობაში“, „ცხოვრება მშვენიერია“, „რომანტიკული კომედია“, „ძვირფასო ოჯახო“, „ღამის ფრთები“, „მარტი“. 2013 წელს ბეგიუმმა შემოთავაზება მიიღო განესახიერებინა ნერიმანის როლი სერიალში „ნარჩიტა“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ ბურაკ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი.

2010-2011 წლებში მონაწილეობა მიიღო თეატრში „ჩვეულებრივი სასწაული“; ამ როლისთვის მას გადაეცა ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობს. 2011 წელს მარის პერსონაჟისთვის სერიალში „მარტი“ გადაეცა სპეციალური ჯილდო მალატიას კინოფესტივალზე. ბეგიუმი ასევე ცნობილია როგორც სარეკლამო სახე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდის რეკლამაში როგორიცა „სამსუნგი“. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ თურქულ სერიალში „დღე, როცა დაიწერა ჩემი ბედისწერა“, სადაც დეფნეს როლი განასახიერა. მან პარტნიორობა ოსჯან დენიზს და ჰატიჯე სენდილს გაუწია.

2010 წლის სექტემბერში ბეგიუმ ქიუთიუქ იაშაროღლუ დაქორწინდა თურქ კარიკატურისტ ერდილ იაშაროღლუზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]