ბეგინსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯ. რ. რ. ტოლკინის მიერ მოგონილ ლეგენდარიუმში არსებობს კონტინენტი შუახმელეთი. ამ კონტინენტზე ბეგინსები წარმოადგენენ ჰობიტებს, რომლებიც ცხოვრობენ შაირში, ჰობიტონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეგინსების გვარი ცხოვრობდა შაირში, ჰობიტონის მიდამოებში. ისინი იყვნენ არისტოკრატული სისხლის, მაგრამ მათი წარმომადგენლები შეუღლდნენ ტუკებისა და ბრენდიბაკების გვარების ჰობიტებთან. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ სწორედ ბეგინსების არის ჰობიტონის ტერიტორიაზე არსებული ქონების დიდი ნაწილი. ბეგინსებს ყველა დიდ პატივს სცემდა, სანამ ბილბომ ყველა გააოცა მოგზაურობით ჯუჯებთან ერთად. ამის შემდეგ ყველა ეჭვის თვალით უყურებდა.

ბილბოსთან დასახლდა ფროდო ბეგინსი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბეგ ენდი, ბილბოს შაირიდან წასვლის შემდეგ. ფროდო თავად მონაწილეობდა ბეჭდის ომში - როგორც ბეჭდის-მცველი, ამიტომ მასში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.

ბეგინსის გვარი იწყება ბალბო ბეგინსით, შაირის წელთაღრიცხვით დაახლოებით 1167 წლიდან (შუამხმელეთის მესამე ეპოქის 2767 წელი). ბილბო ბალბოს შვილიშვილია, ისევე როგორც ფროდოს მამა დროგო.

მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ბეგინსებიდან მხოლოდ ბილბო და ფროდო დარჩნენ, გამოჩნდნენ სხვა ჰობიტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი ასევე იყვნენ გვარის გამგრძელებლები. მაგალითად, ასეთები იყვნენ სეკვილ-ბეგინსები, რომლებიც ბილბოს არ მოსწონდა.

საგვარეულო ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეგინსების საგვარეულო ხე ასეთია:

                                  ბალბო ბეგინსი
                                   = ბერილა ბოფინი
       _____________________________________|____________________________________
       |                |               |                 |                     |
     მუნგო            პენსი           პონტო             ლარგო                  ლილი
= ლაურა გრაბი  = ფასტოლფ ბოლჯერი  = მიმოსა ბუნსი    = ტანტა ჰორნბლოუერი         = ტოგო გუდბადი
       |_______________________________________            |
       |          |         |        |        |            |
     ბანგო      ბელბა     ლონგო    ლინდა    ბინგო        ფოსკო
 = ბელადონა  = რუდიგერ  = კამელია  = ბოდო  = ჩიკა       = რუბი ბოლჯერი
     ტუკი      ბოლჯერი   სეკვილი პრაუდფუტი  ჩაბი          |___________________
       |                    |                 |            |        |         | 
     ბილბო ბეგინსი       ოთო სეკვილ-ბეგინსი ფალკო         დორა    დროგო      დუდო
                  = ლობელია ბრეისგირდლი     ჩაბ-             = პრიმულა   = ტიტა
                            |               ბეგინსი            ბრენდიბაკი  გრძელხვრელი
                            |                 |                     |         |
                          ლოთო             პოპი          ფროდო ბეგინსი   დეიზი
                                     = ფილიბერტ ბოლგვერი                = გრიფო ბოფინი

ეტიმოლოგია და ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეგინსი (Baggins) ვესტრონიდან მომდინარეობს (Labingi). ცნობილია, რომ გვარი უკავშირდება ვესტრონულ სიტყვას laban - აბგას (ინგ.: bag). ეს სიტყვა უკავშირდება ბეგ ენდისსახელს.

გვარი ძირითადად ყველა ენოვან გამოცემებში ითარგმნება მაგალითად, გერმანულში იგი არის Beutlin. ჰოლანდიურად - Balings, ფინურად - Reppuli, უნგრულად - Zsákos, ქართულ გამოცემებში - აბგელი. როგორც ვხედავთ, ყველგან იგულისხმება აბგის მსგავსი რამ.

სხვადასხვა ენაში გვარი 'ბეგინსი' ნათარგმნია ამა თუ იმ ენის სპეციფიკის გათვალისწინებით. გვარის თარგმნას თავად ტოლკინი მოითხოვდა. მაგალითისათვის მოყვანილია ბილბო ბეგინსის საერთაშორისო ანალოგები:

  • ქართულ ენაში - ბილბო აბგელი (სიტყვისგან "აბგა")
  • სლოვაკურ თარგმანში - Bilbo Bublik
  • ჩეხურ თარგმანში- Bilbo Pytlík (pytlík - პატარა ჩანთა)
  • დანიურ თარგმანში - Bilbo Sækker (sæk – bag)
  • ესტონურ თარგმანში - Bilbo Paunaste (paun - აბგა)
  • გერმანულ თარგმანში - Bilbo Beutlin (შეთხზულია Beutel-ისგან - bag).
  • ფრანგულ თარგმანში - Bilbo (ან Bilbon) Sacquet (sac - bag).
  • ისლანდიურ თარგმანში - Bilbó Baggason (Bilbo, son of Baggi, (ბილბო, ძე აბგისა) baggi - sack, pack), უფრო გვიანდელ თარგმანში მხოლოდ - baggi
  • ნორვეგიულ თარგმანში - Bilbo Lommelun. (lomme - pocket, “ჯიბე”)
  • ფინურ თარგმანში - Bilbo Reppuli. (reppu - backpack“ზურგჩანთა”)
  • ჰოლანდიურ თარგმანში - Bilbo Balings. (baal - აბგა)
  • კატალანურ ვერსიაში - Bilbo Saquet
  • ბრაზილიურ პორტუგალიურში - Bilbo Bolseiro (მაგრამ Bilbo Bolsin ჰობიტის” პირველ გამოცემაში).
  • ესპანურ თარგმანში - Bilbo Bolsón. (bolso - handbag “ხელჩანთა”)
  • უნგრულ თარგმანში - Zsákos Bilbó. (zsák - აბგა)
  • პირველ სამ პოლონურ თარგმანში “ბეჭდების მბრძანებლისა” - Bilbo Bagosz. მომდევნო ორ გამოცემასა და “ჰობიტში” კი დატოვებულია - ორიგინალური სახელი “ბეგინსი”
  • აკე ოლმარკის 1959-1961 წლების შვედურ თარგმანში - Bilbo Bagger (bagge - “ვერძი”). ერიკ ანდერსონის 2004-2005 წლების თარგმანში, შერჩეულია უფრო შესაფერისი და სათანადო - Bilbo Secker (säck - sack/აბგა).
  • რუსულ თარგმანებში - Торбинс ან Сумкинс (торба, сумка - handbag).
  • უკრაინულ თარგმანებში - Торбинс, Торбінз) ან Злоткінс. (торба - handbag).
  • სლოვენიურ თარგმანში - Bilbo Bogataj (bogat - rich, “მდიდარი”)
  • ბულგარულ თარგმანში - Билбо Торбинс (торба - აბგა).

იმის გათვალისწინებით, რომ ბილბოს ნაწარმოები ნათარგმნია „დასავლეთის მიწების წითელი წიგნიდან“, მაშინ ნამდვილი სახელი და გვარია "ბილბა ლაბინგი" (Bilba Labingi). ლაბან (laban) დასავლეთის საერთო ენაზე, ვესტრონზე ნიშნავს „ჩანთას“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]