ბებიები (ანსამბლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბებიები
აზერ. Nənələr

ბაქოში ნოვრუზის ზეიმზე. 2017 წელი
ბიოგრაფია
წარმოშობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
აქტიური 1970 — დღევანდლამდე
ბებიები ვიკისაწყობში

«ბებიები» (აზერ. Nənələr) — აზერბაიჯანული ფოლკლოლური და ცეკვის ჯგუფი-ანსამბლი აზერბაიჯანის ლენქორანის რაიონის სეპარადის დასახლებიდან. ანსამბლი 1970 წელს გამოჩნდა და ექვსი მონაწილისაგან შედგება. ჯგუფის რეპერტუარში 70-ზე მეტი ხალხური სიმღერა და ბაიათი შედის, რომლებიც სრულდება აზერბაიჯანულ და ტალიშურ ენებზე.[1] 1997 წლამდე ჯგუფი მოიხსენიებოდა სახელით «Һовон» (ტალ.«დები»). ევროვიზია 2012-ში მონაწილეობისათვის ჩატარებულ შერჩევით ტურში ეროვნულ რუსული ანსამბლის «ბურანოვის ბებიები»-ის გამარჯვების შემდეგ, აზერბაიჯანულმა ჯგუფმაც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო ამ ფესტივალში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]