ბეატრის ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეატრის ბურგუნდიელი
Beatrice of Burgundy (1310).jpg
დაბ. თარიღი 1257
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1310, (52-53 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება კლერმონისა და ბურბონის გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) რობერ კლერმონელი
შვილ(ებ)ი ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
ბლანში, ოვერნის გრაფინია
ჟანი
მარი, პუასუს აბატისა
პიერი, პარიზის არქიდიაკვანი
მარგარიტა, ანდრიის გრაფინია
მშობლები მამა: ჟან ბურგუნდიელი
დედა: აგნეს დამპიერი

ბეატრის ბურგუნდიელი (ფრანგ. Béatrice de Bourgogne; დ. 1257 — გ. 1 ოქტომბერი, 1310) — შაროლუას გრაფ ჟან ბურგუნდიელისა და აგნეს დამპიერის ასული. ბურბონისა და კლერმონის გრაფინია როგორც რობერ კლერმონელის მეუღლე. ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ის დედა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1272 წელს ბეატრისი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის უმცროს ვაჟს, კლერმონისა და ბურბონის გრაფ რობერ კლერმონელს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:

  1. ლუი I (1279-1342), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარი ავესნისი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  2. ბლანში (1281-1304), ცოლად გაჰყვა ოვერნისა და ბულონის გრაფ რობერ VII-ს. იგი იყო ბებია, საფრანგეთის დედოფალ ჟანა I ოვერნელისა;
  3. ჟანი (1283-1316), შაროლუას ბარონი, ცოლად შეირთო უგო სუასონელის ასული ჟანა დ'არგესი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  4. მარი (1285-1372), მონაზონი და პუასუს აბატისა;
  5. პიერი (1287-1330), პარიზის არქიდიაკვანი;
  6. მარგარიტა (1289-1309), პირველად ცოლად გაჰყვა ანდრიის გრაფ რაიმონ ბერენგარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ნემურის მარკიზ ჟან I-ზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The origins of courtliness, C. Stephen Jaeger, University of Pennsylvania Press, 1985,p. 172.