შინაარსზე გადასვლა

ბეატრის ბარბუი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეატრის ბარბუი
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1950(1950-02-16) (75 წლის)
დაბ. ადგილი სან-პაულუ
მოქალაქეობა  ბრაზილია[1]
საქმიანობა ასტროფიზიკოსი, ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი University of São Paulo
ალმა-მატერი University of São Paulo და პარიზის დიდროს უნივერსიტეტი
ჯილდოები ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“[1]
საიტი astro.iag.usp.br/iniciacao/Beatriz.htm[2]

ბეატრი ლეონორ სილვეირა ბარბუი (პორტ. Beatriz Leonor Silveira Barbuy; დ. 16 თებერვალი, 1950[3]) — ბრაზილიელი ასტროფიზიკოსი. 2009 წელს ჟურნალმა Época 100 ყველაზე გავლენიან ბრაზილიელთა შორის დაასახელა.[4] სან-პაულუს უნივერსიტეტის ასტრონომიის, გეოფიზიკისა და ატმოსფერული მეცნიერებების ინსტიტუტის (IAG) პროფესორი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) ვიცე-პრეზიდენტი და 2009 წელს L'Oréal-UNESCO-ს ქალთა მეცნიერების ჯილდოს ხუთი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი.

ბარბუიმ 1970-იანი წლების დასაწყისში სან-პაულუს უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხები მიიღო.[5] როდესაც 1970-იან წლებში, ბრაზილიის სამხედრო მთავრობის დროს, ასტროფიზიკაში დისერტაციის დაწერას განიხილავდა, ბრაზილიაში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო: სან-პაულუს უნივერსიტეტის თანაკურსელები და პროფესორები პატიმრობაში იმყოფებოდნენ ან ქრებოდნენ.[5]

1978 წელს ბარბუი საფრანგეთში გადავიდა და პარიზის ობსერვატორიაში როჟე კაირელის ჯგუფში სადოქტორო კვლევა დაიწყო. მისი დისერტაცია ფოკუსირებული იყო ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის ელემენტებზე ვარსკვლავებში, რომელთა ასაკი ნულიდან 12 მილიარდ წლამდეა — კვლევაში, რომელმაც გალაქტიკის ფორმირებიდან დღემდე ამ ელემენტების რაოდენობების ევოლუციის რეკონსტრუქცია შესაძლებელი გახადა.

2001-2005 წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველი ვარსკვლავების ფორმირების საერთაშორისო პროგრამაში, რომელსაც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიაESO) ხელმძღვანელობდა. ამ პროგრამამ დეტალური ინფორმაცია მიიღო 10 მილიარდზე მეტი წლის წინ ფორმირებული ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობის შესახებ.[5] საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვარსკვლავური განყოფილების პრეზიდენტად და ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.[6]

2005 წელს ბრაზილიის მეცნიერებათა აკადემიამ სამეცნიერო დამსახურების ეროვნული ორდენის კომანდორის წოდება მიანიჭა.[7]

2009 წელს L'Oréal-UNESCO-ს ქალთა მეცნიერების ჯილდოს ხუთი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც 5 მარტს პარიზში UNESCO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე ფიზიკაში მისი ნამუშევრისთვის მიენიჭა.[4][8] შემდგომში ბრაზილიაში დაბრუნდა სან-პაულუს უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.[5]

ასტროფიზიკით გატაცება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტროფიზიკით მისი გატაცება მოზარდობის ასაკში დაიწყო, როდესაც ვარსკვლავების შესახებ კითხვისას მოიხიბლა.

„დაახლოებით 15 წლის უნდა ვყოფილიყავი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა მომავალში. მიყვარდა კითხვა. იქამდე, ვიდრე ჩემმა ძმამ მოიტანა რუსი ფიზიკოსის, ჯორჯ გამოვის წიგნი „ერთი, ორი, სამი... უსასრულობა“ [1904-1968]. წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასტრონომი გავმხდარიყავი“.

სან-პაულუში დაბადებული და ფილოსოფიის პროფესორების ქალიშვილი, ბარბუი მოხსენებაში ყვება მიზეზს, რამაც აიძულა იგი 1970-იან წლებში ევროპაში ეცხოვრა. „იქ ხუთი წელი დავრჩი. რთული იყო. მაგრამ საფრანგეთში დოქტორანტურამ დამაყენა სწორ გზაზე“.

საზღვარგარეთ იგი უფრო ღრმად ჩაერთო ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესწავლაში, აგრეთვე ირმის ნახტომისა და მაგელანის ღრუბლების სხვადასხვა ვარსკვლავურ პოპულაციაში არსებული ქიმიური ელემენტების კვლევაში. მან ასევე იკვლია ე. წ. გამა-სხივების აფეთქებები (GRB) შორეულ გალაქტიკებში დაფიქსირებული ინტენსიური აფეთქებების. ისინი ყველაზე კაშკაშა ფენომენებია მთელ სამყაროში.

ასტრონომიაში ქალის ყოფნასთან დაკავშირებით, ბეატრისი აღნიშნავდა: „მჯერა, რომ ქალებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე მამაკაცებმა, რათა კარგად აღიარონ, როგორც პროფესიონალები“.

გამორჩეული პუბლიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • David Burstein; Yong Li; Kenneth C. Freeman; John E. Norris; Michael S. Bessell; Joss Bland-Hawthorn; Brad K. Gibson; Michael A. Beasley; Hyun-Chul Lee; Beatriz Barbuy; et al. (2004). „Globular Cluster and Galaxy Formation: M31, the Milky Way, and Implications for Globular Cluster Systems of Spiral Galaxies“. The Astrophysical Journal. 614 (1): 158–166. arXiv:astro-ph/0406564. Bibcode:2004ApJ...614..158B. doi:10.1086/423334. S2CID 56003193.
  • Beatriz Barbuy; B.V. Castillo; J. Gregorio-Hetem. (1992). "A Criterion to Select Li-Rich Giants". Physical Processes in Astrophysics. Proceedings of a Meeting in Honour of Évry Schatzman Held in Paris, France. ISBN 3-540-60259-3.
  1. 1.0 1.1 Entregan los premios ‘La mujer y la ciencia’ de L’Oreal-Unesco
  2. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია — 1666.
  3. Dante Grecco. (27 January 2004) Perfil: Gente do céu Portuguese. Folha de S.Paulo. ციტირების თარიღი: 2013-10-18
  4. 4.0 4.1 Roger Cayrel (5 December 2009). „Beatriz Barbuy“. Época (Portuguese). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2014. ციტირების თარიღი: 16 October 2013.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Beatriz Barbuy: In the wake of the first stars. Fundação de Amparo à Pesquisa do Estado de São Paulo (April 2013). ციტირების თარიღი: 2013-10-18
  6. Beatriz Barbuy. International Astronomical Union.
  7. Beatriz Leonor Silveira Barbuy. Brazilian Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-16. ციტირების თარიღი: 2025-03-15.
  8. IAU Vice-President receives L'ORÉAL–UNESCO award. International Astronomical Union (5 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2025.