ბდელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბდელასებრნი (Bdellidae), ტკიპების ოჯახი ტრომბიდოფორმული ტკიპების ქვერიგისა. 0,3-3,5 მმ სიგრძის მოწითალო, ზოგჯერ მომწვანო, ყავისფერი ან შავი მსხლისებრი სხეული ხორთუმივით აქვთ წაგრძელებული. მტაცებლებია, დიდი რაოდენობით ანადგურებენ სხვა ტკიპებსა და წვრილ მწერებს. ბინადრობენ ხავსში, მღიერებში, ტყის საფენში და სხვა. მათი სახეობრივი შემადგენლობა ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია შესწავლილი. ჩვენში ბდელასებრთა 20-მდე სახეობაა. სოხუმის მიდამოებში და თბილისის მახლობლად მუხასა და ჯაგრცხილაზე აღმოჩნდა Trachimolgus recki, ხოლო თბილისის მიდამოების მღიერებში — Spinibdella iberica.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]