ბა ნდაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბა ნდაუ
ფრანგ. Bah N'Daw
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1950(1950-08-23)[1] (73 წლის)
დაბადების ადგილი სანი, French Sudan[1]
მოქალაქეობა  მალი
განათლება École de guerre[2] და Combined Arms Military School in Koulikoro[3]
ჯილდოები Officer of the National Order of Mali[4]

ბა ნდაუ (ფრანგ. Bah N'Daw; დ. 23 აგვისტო, 1950, სანი, საფრანგეთის სუდანი) — მალელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. მალის დროებითი პრეზიდენტი 2020 წლის 25 სექტემბრიდან 2021 წლის 26 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საკუთარი სურვილით 1973 წლის 1 ივნისს წავიდა სამხედრო სამსახურში. შემდეგ ეწვია საბჭოთა კავშირს და გაიარა მფრინავის კურსები. 1976 წლის მარტში მუშაობა დაიწყო მალის სამხედრო-საჰაერო ძალებში. გარკვეული პერიოდი ეკავა მალის პრეზიდენტის მუსა ტრაორეს ადიუტანტის თანამდებობა. 1994 წელს საფრანგეთში დაასრულა თავდაცვის კოლეჯი[5].

2014-2015 წლებში მუსა მარას თავრობაში თავდაცვის მინისტრია.

2020 წლის 18 აგვისტოს მალიში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალხის გადარჩენის ეროვნულმა კომიტეტმა 18 თვით ხელისუფლება გადასცა ბა ნდაუს[6]. 25 სექტემბერს შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას (ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს ასიმი გოიტა)[7].

2020 წლის 27 სექტემბერს მალის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშნა მოქტარ უანი[8].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]