ბაჰრეინის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრეინის ემბლემა
ბაჰრეინის ემბლემა

ბაჰრეინის სამზარეულო  (არაბ. مطبخ بحريني) — შედგება ისეთი კერძებისგან, როგორიცაა: ბირიანი, ჰარისი, ქაბისა, მაჩბუსი, მაჰიავა, მაგლობა, ქოუზი და ზალაბია.არაბული ყავა, როგორც მას უწოდებენ კაჰვა (არაბ. قهوة) ეროვნული სასმელია.

ბაჰრეინის სამზარეულოს უმეტესი ნაწილი არაბული, სპარსული, ინდური, ბალოჩის, აფრიკული, შორეული აღმოსავლეთისა და ევროპული სამზარეულოების ნაზავია, იქ არსებული სხვადასხვა საზოგადოების გავლენის გამო, რადგან ბაჰრეინი უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და სავაჭრო კერა იყო. ლეგენდის მიხედვით, ბაჰრეინის მთავარ ნავსადგურ მინა-სალმანში ცხოვრობდა "ათას ერთი ღამის" ზღაპრის ცნობილი პერსონაჟი სინდბადი ზღვაოსანი.

პოპულარული კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქათმის ბირიანი
ქათმის ბირიანი

ბაჰრეინის სამზარეულოსათვის დამახასიათებელი ზოგადი კერძებია: მასლი (არაბ. المصلي) — ბრინჯს ამზადებენ ქათამთან, ხორცთან, თევზთან ან კრევეტებთან და ინგრედიენტებთან ერთად.

ბირიანი (არაბ.. برياني) — ძალიან გავრცელებული კერძია, წარმოშობით ინდოეთის სუბკონტინენტიდან. მზადდება ბრინჯისგან (ჩვეულებრივ ბასმატიდან) და სანელებლებიდან, ხორცის, თევზის, კვერცხის ან ბოსტნეულის დამატებით. ბირიანის დასამზადებლად საჭირო სანელებლები და სოუსები შეიცავს ერბოს კუმინს, ილს, დარიჩინს, დაფნის ფოთლებს, ქინძს, ზაფრანას, პიტნას მწვანილს, კოჭას, ხახვს და ნიორს და სხვ.

Fi Ga'atah ფი კა'ათ (არაბ. في قاعته) ან Taht Al Aysh თაჰთ ალ ა'იშ (არაბ. تحت العيش) — მზადდება ტაფაზე თეთრი ბრინჯი პომიდვრით და კარტოფილით და ბადრიჯნით.

ჰარისი(არაბ. هريس) — ხორბლითა და მოხარშული ხორცისაგან ამზადებენ პიურეს, რომელსაც ზემოდან დარიჩინის პუდრას აყრიან.

ჯირეში (ირეში) (არაბ. جريش) — ქათმის ან ცხვრის კერძი პომიდვრითა და სანელებლებით.

მაჯბუს ასევე  კაბსა(არაბ. مجبوس) — ცხვრის, ქათმის ან თევზის კერძი, რომელსაც თან ახლავს ქათმის / ცხვრის ბულიონში სანელებლებით მომზადებული არომატული ბრინჯი.

მაჰიავა (არაბ. مهياوة) — თევზის წვნიანი სოუსი

მუმავავაში, (არაბ. مموش) — ბრინჯი, რომელიც დამზადებულია მწვანე ოსპით. ზოგჯერ მშრალი კრევეტებს უმატებენ.

მუჰამარი, (არაბ. محمر) — კიდევ ერთი ბრინჯის კერძი, რომელიც მზადდება ადგილობრივი ბრინჯისგან ფინიკით ან შაქრით, არის ერთ – ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი ქვეყანაში. დელიკატესს მიირთემევენ შემწვარი თევზით. განსაკუთრებით გემრიელია ბაჰრეინულ თევზთან ერთად.

ქოუზი, (ღოოზი) (არაბ. قوزي أو غوزي) — ბრინჯის, ხორცის, კვერცხის და სხვა ინგრედიენტების შიგთავსით მომზადებული შემწვარი ბატკანი.

ფალაფელი
ფალაფელი

ფალაფელი (არაბ. فلافل) — ტრადიციული არაბული სამზარეულოს კერძია. წარმოშობით არაა ბაჰრეინიდან, მაგრამ ძალიან პოპულარულია. სიტყვა "ფალაფელი" ნიშნავს "შენელებას". ეს არის ბოსტნეულის ბურთულები სხვადასხვა კომბინაციითა და სანელებლების ნაზავით.

ალ-მუდალალი (არაბ. المدلل) — ბრინჯი მოხარშული მწვანილით. მას ურევენ ქათმის პატარა ნაჭრებს, შემდეგ კი უმატებენ განსაკუთრებული სახეობის კარაქს, რომელიც სპეციალურად ამ კერძისთვის არის მომზადებული.

თანამედროვე საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინი ითვლება მალღუმის სამშობლოდ- (არაბ. ملغوم) — პოპულარული სენდვიჩის პაკეტი, რომელიც შედგება შაურმისგან, ყველის ნაჭრისგან, ტაჰინის სოუსისგან, ცხელი სოუსისგან, სალათისგან და ფრისაგან.ყველაფერი გადახვეულია ჩაპატის პურში ეს კერძი წარმოიშვა 2000-იანი წლების დასაწყისში და დიდი პოპულარობით სარგებლობს კაფეტერიების უმეტეს ნაწილში. 2010-იანი წლების ბოლოს ბევრმა ადგილობრივმა ყავის მაღაზიამ დაიწყო ზაფრანისა და ვარდის ლატის შეთავაზება.

დესერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული ჩაი
არაბული ჩაი

ღურაიბა (არაბ. الغريبة) — ფუნთუშა, რომელიც მზადდება ფქვილის, კარაქის, შაქრისა და ილისგან. ჩვეულებრივ, მას არაბულ ყავასთან ერთად მიირთმევენ.

ქირს ალ ტააბი — ფქვილის, კვერცხის და დაფქვილი კარდამონის კერძი პასტის დასამზადებლად. ათბობენ ცხელ ზედაპირზე.

ჰაბისა (არაბ. الخبيص) — ტკბილი კერძი, რომელიც მზადდება ფქვილისა და კარაქისგან.

გაიმატი (არაბ. قيمات) ან ლუკაიმატი — ტკბილი შემწვარი საფუარიანი პელმენი. გაჟღენთილია ზაფრანის სიროფში (შაქარი, ლიმონი და ზაფრანა), თაფლით ან ფინიკითს სიროფით (მელასა).

ჰანფარუში (არაბ. خنفروش) — პოპულარული ბაჰრეინული დესერტი, შემწვარი დესერტი, რომელიც მზადდება მელასით (შაქრის სიროფი) ან რძით, რომელსაც ჩვეულებრივ მიირთმევენ დილის საუზმეზე ჭიქა ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

ზალაბია (არაბ. زلابية) — სიროფში (შაქარი, ლიმონი და ზაფრანა) გაჟღენთილი შემწვარი ცომი, რომელსაც აქვს დამახასიათებელი დახვეული ფორმა.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიშა
შიშა
არაბული ყავადანი
არაბული ყავადანი

კაჰვა — არაბული ყავა ქვეყნის ეროვნული სასმელია, ხოლო ჩაის სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. პოპულარულია ლაბანი (რაფინირებული რძე), ასევე იოგურტის სასმელები, შარბათებიდან (ტკბილი სასმელი) ვარდის შარბათი ან ვარდი რძით და გამაგრილებელი წვენები.

თამბაქო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად თამბაქოს ეწევიან კადუს (ან გადუს) საშუალებით (არაბ.قدو), ეს არის თიხის ჭურჭელი, რომელიც მზადდება თამბაქოს მოსაწევად.

კადუს მოწევის ჩვევა ახლა უფრო შეზღუდულია ხანდაზმულ ქალებში (მამაკაცები გადავიდნენ უბრალო სიგარეტზე, რომელიც ბაჰრეინის კულტურაში ქალისთვის არამიმზიდველია). თანამედროვე მწეველები ეწევიან ნარგილეს ან შიშას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული სამზარეულო

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bahrein Food.[მკვდარი ბმული]
  2. Traditional food of Bahrein
  3. Bahraini Cuisine