ბაჰლის ციხესიმაგრე
ბაჰლის ციხესიმაგრე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ომანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 22°58′00″ ჩ. გ. 57°18′00″ ა. გ. / 22.96667° ჩ. გ. 57.30000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 433 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 433 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბაჰლის ციხესიმაგრე (არაბ. بهلاءقلعة) — ისტორიული ციხესიმაგრე ომანის მთიანეთში. მიეკუთვნება XIII-XIV საუკუნეებს, როდესაც ყვაოდა ბაჰლას ოაზისი, ბანუ ნებჰანის ტომის მმართველობის ქვეშ.
ციხესიმაგრე ნაშენებია ალიზით და საძირკვლიდან მისი სიმაღლე 165 ფუტს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარეობს XIV საუკუნის პარასკევის მეჩეთი მოქანდაკებული მიჰრაბით. 1987 წლამდე ის აღუდგენელი, ღია და დაზიანებული იყო. ამავე წელს, იუნესკომ ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ უკვე 1988 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა.
1990-იანი წლებიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები, რაშიც 1993-1999 წლებში, ომანის მთავრობამ 9 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ხარაჩოებში ჩასმული და ტურისტთათვის დახურული რჩებოდა. 2004 წელს, იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა სიიდან ამოიღეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- WHC UNESCO official site
- Bahla Fort - A Virtual Experience დაარქივებული 2020-11-13 საიტზე Wayback Machine.
|