ბაჰლას ციხესიმაგრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჰლას ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Bahla Fort.jpg
ქვეყანა ომანის დროშა ომანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 22°58′00″ ჩ. გ. 57°18′00″ ა. გ. / 22.96667° ჩ. გ. 57.30000° ა. გ. / 22.96667; 57.30000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 433
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 433
რუს.ინგლ.ფრ.

ბაჰლას ციხესიმაგრე (არაბ. بهلاء‎قلعة) — ისტორიული ციხესიმაგრე ომანის მთიანეთში. მიეკუთვნება XIII-XIV საუკუნეებს, როდესაც ყვაოდა ბაჰლას ოაზისი, ბანუ ნებჰანის ტომის მმართველობის ქვეშ.

ციხესიმაგრე ნაშენებია ალიზით და საძირკვლიდან მისი სიმაღლე 165 ფუტს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარეობს XIV საუკუნის პარასკევის მეჩეთი მოქანდაკებული მიჰრაბით. 1987 წლამდე ის აღუდგენელი, ღია და დაზიანებული იყო. ამავე წელს, იუნესკომ ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ უკვე 1988 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა.

1990-იანი წლებიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები, რაშიც 1993-1999 წლებში, ომანის მთავრობამ 9 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ხარაჩოებში ჩასმული და ტურისტთათვის დახურული რჩებოდა. 2004 წელს, იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა სიიდან ამოიღეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]