შინაარსზე გადასვლა

ბაჰია ხანუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰია ხანუმი
დაბადების თარიღი 1846[1]
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 1932(1932-07-15)
გარდაცვალების ადგილი ხაიფა
საქმიანობა მწერალი

ბაჰია ხანუმიბაჰაიზმის დამაარსებლის, ბაჰაულასა და მისი მეუღლის, ასია ხანუმის ქალიშვილი.[2] დაიბადა, სავარაუდოდ, 1846 წელს და ეწოდა სახელი ფატიმა სულთანი. ბაჰაულას მიერ მას მიენიჭა ტიტული „უდიდესი წმინდა რტო“.[3] ოჯახისათვის მძიმე პერიოდში აღზრდილი ბაჰია ხანუმი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ბაჰაის სარწმუნოებას და მასში მიჩნეულია ყველა დროის უდიდეს ქალად.[4][5]

დაიბადა მდიდარ ოჯახში. 1852 წელს, როდესაც გოგონა 6 წლის იყო, მამამისი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, მათი სახლი გაიძარცვა, ოჯახი კი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. იმავე წელს მათ ბაღდადში მოუხდათ გაქცევა.[6]

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ბაჰია ხანუმმა გადაწყვიტა, არ გათხოვილიყო და ცხოვრება მშობლებზე, პირველ ყოვლისა კი დედაზე ზრუნვისთვის მიეძღვნა. 1860-იან წლებში ოჯახი იძულებული გახდა, განეგრძო ხეტიალი და კონსტანტინოპოლსა და ადრიანოპოლში გადასახლებულიყო. 21 წლის ასაკში ბაჰიას უკვე მთელი ზრდასრული ცხოვრება საპყრობილეებში ჰქონდა გატარებული.[6] 1868 წლის ივლისში ოსმალეთის მთავრობამ ბაჰაულა და მისი ოჯახი კვლავ გადაასახლა, ამჯერად ციხე-ქალაქ აკოში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიის სირიის ნაწილს წარმოადგენდა.[7] 21 წლის ბაჰია ხანუმი აკოში ტყვეს სტატუსით შევიდა. ეს იყო მისი გადასახლების მეოთხე და უკანასკნელი ადგილი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, იგი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებდა გადაწყვეტილებას, რომ არ დაქორწინებულიყო.

აკოს ყურეში ჩასული გადასახლებულები დაბნეულები და სულიერად დათრგუნვილები იყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობა არაბულად საუბრობდა, რაც ბაჰია ხანუმს ესმოდა. მას ყურში ჩაესმოდა მათი დაცინვა და შეძახილები იმის შესახებ, რომ ოჯახს ზღვაში გადაყრიდნენ ან ბორკილებით დაატუსაღებდნენ. მოგვიანებით იგი ასე აღწერდა ამ მოვლენების გავლენას მასზე: „წარმოიდგინეთ, თუკი ეს შესაძლებელია, რა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ყოველივე ამამ ჩემნაირი ახალგაზრდა გოგონას გონებაზე. განა გასაკვირია, რომ ასეთი სერიოზული ვარ და ჩემი ცხოვრება განსხვავდება ჩემი თანამემამულე ქალების ცხოვრებისგან?“

1870 წელს მისი უმცროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, აკოს მოსახლეობამ ბაჰაების, განსაკუთრებით კი აბდულ-ბაჰას მიმართ პატივისცემა გამოიჩინა. აბდულ-ბაჰამ მოახერხა ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების დაქირავება, მოგვიანებით კი, 1879 წელს, როდესაც ეპიდემიის გამო მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, ოჯახი ბაჰჯის სასახლეში (Mansion of Bahjí) გადავიდა. ბაჰია 23 წლის იყო, როდესაც მკაცრი ციხე დატოვა. მიუხედავად მძიმე დასაწყისისა, აკოში გატარებული პერიოდი ბაჰია ხანუმის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ხანად იქცა.

აბდულ-ბაჰასა და მუნირიხის ქორწინების შემდეგ, ბაჰიას მისივე ასაკის თანამგზავრი გამოუჩნდა და ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. ბაჰაის თემში გააცნობიერეს, რომ ბაჰია ხანუმი, სავარაუდოდ, არასდროს დაქორწინდებოდა და მის ამ არჩევანს დიდ პატივს სცემდნენ. ბაჰია ხანუმი მშობლებს იმ მომლოცველთა მომსახურებაში ეხმარებოდა, რომლებიც ოჯახის მოსანახულებლად ჩადიოდნენ. ბაჰია განსაკუთრებით ახლოს იყო მამასთან, რომელიც მას სწერდა: „რა ტკბილია შენი ჩემთან ყოფნა, რა ტკბილია შენი სახის ჭვრეტა, შენდამი ჩემი სიყვარულისა და სიკეთის გამოვლენა და შენი ჩემდამი ნაზი ზრუნვით განებივრება“.

1892 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაჰია იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც ბაჰაის მსოფლიო თემის ლიდერად თავისი ძმა, აბდულ-ბაჰა აღიარა. იმავე პერიოდში, კერძოდ 1910-იან და 1920-იანი წლების მიწურულს, ბაჰია თავად იქცა ერთ-ერთ რელიგიურ ლიდერად. ძმის გარდაცვალების შემდეგ მან მხარი დაუჭირა მის მემკვიდრეს — ძმისშვილ შოღი ეფენდის.

გარდაიცვალა 1932 წელს, 86 წლის ასაკში.

  • Blomfield, Lady Sara Louisa (1975) [1940], The Chosen Highway (PDF), London, UK: Baháʼí Publishing Trust, pp. 39–65, 100, ISBN 0-87743-015-2
  • Bowers, Kenneth E. (2004), God Speaks Again, Baha'i Publishing Trust, pp. 165, 210, ISBN 978-1-931847-12-4
  • Bramson, Loni (2004), "Bahíyyih Khánum", in Jestice, Phyllis G. (ed.), Holy People of the World: A Cross-cultural Encyclopedia, Santa Barbara, CA: ABC-CLIO, pp. 102–3, ISBN 978-1-57607-355-1, retrieved 16 June 2009
  • Cameron, G.; Momen, W. (1996), A Basic Baháʼí Chronology, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-404-2
  • Khan, Janet A. (2005), Prophet's Daughter: The Life and Legacy of Bahíyyih Khánum, Outstanding Heroine Of The Baháʼí Faith, Wilmette, Illinois, USA: Baháʼí Publishing Trust, ISBN 1-931847-14-2
  • Khánum, Munírih (1987), Memoirs and Letters, translated by Sammireh Anwar Smith, Los Angeles, USA: Kalimat Press
  • Khánum, Rúhíyyih (1988), The Guardian of the Baha'i Faith, London: Baháʼí Publishing Trust, ISBN 0-900125-59-4
  • Momen, Moojan (2007), Baha'u'llah: A Short Biography, Oneworld Publications, ISBN 978-1-85168-469-4, retrieved 25 June 2009
  • Ma'ani, Baharieh Rouhani (2008), Leaves of the Twin Divine Trees, Oxford, UK: George Ronald, ISBN 978-0-85398-533-4
  • Phelps, Myron Henry (1912), Life and Teachings of Abbas Effendi, New York: GP Putman's Sons, pp. xliii, 78, 90[1]
  • Phelps, Myron Henry, The Master in ʻAkká including the recollections of the Greatest Holy Leaf, Los Angeles: Kalimát, 1985. ISBN 0933770499. ISBN 978-0933770492. [2]
  • Rabbani, Ahang (2005), "ʻAbdu'l-Baha in Abu-Sinan: September 1914–May 1915", Baháʼí Studies Review, 13 (2005), archived from the original on 30 December 2008, retrieved 21 June 2009.
  • Research Department at the Baháʼí World Centre, ed. (1982), Bahíyyih Khánum, the Greatest Holy Leaf: A Compilation from Baháʼí Sacred Texts and Writings of the Guardian of the Faith and Bahíyyih Khánum's Own Letters, Haifa, Israel: Baháʼí World Centre, ISBN 0-85398-131-0
  • Sims, Barbara R. (1989), Traces That Remain: A Pictorial History of the Early Days of the Baháʼí Faith Among the Japanese, Osaka, Japan: Japan Baháʼí Publishing Trust
  • Smith, Peter (2000), A Concise Encyclopedia of the Baháʼí Faith, Oxford: Oneworld Publications, ISBN 1-85168-184-1
  • Smith, Peter (2008), An Introduction to the Baha'i Faith (PDF), Cambridge University Press, p. 16, ISBN 978-0-521-86251-6, archived from the original (PDF) on 28 October 2007, retrieved 25 June 2009
  • Taherzadeh, Adib (1976), The Revelation of Baháʼu'lláh, Volume 1: Baghdad 1853-63, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-270-8
  • Taherzadeh, Adib (1977), The Revelation of Baháʼu'lláh, Volume 2: Adrianople 1863-68, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-071-3
  • Taherzadeh, Adib (1984), The Revelation of Baháʼu'lláh, Volume 3: ʻAkka, The Early Years 1868-77, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-144-2
  • Taherzadeh, Adib (1987), The Revelation of Baháʼu'lláh, Volume 4: Mazra'ih & Bahji 1877-92, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-270-8
  • Universal House of Justice (1986), "In Memoriam", The Baháʼí World, XVIII, Baháʼí World Centre, ISBN 0-85398-234-1
  • Walbridge, John (2005), Sacred Acts, Sacred Space, Sacred Time, Oxford, UK: George Ronald, ISBN 0-85398-406-9
  • Khan, Janet A. (2007). "Rank and Station: Reflections on Life of Bahíyyih Khánum". Journal of Baha'i Studies. 17 (1–4): 1–26. doi:10.31581/jbs-17.1-4.1(2007).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  2. Smith 2000, p. 86–87
  3. Taherzadeh 1976, p. 14,293
  4. Early Bahá'í Heroines. Bahá'í International Community. ციტირების თარიღი: 2008-07-05
  5. Bramson 2004, p. 102–103
  6. 1 2 Women and the Bahá’í Faith. Religion and Women. ციტირების თარიღი: 2008-07-05
  7. Gascoigne, Bamber. (2001)History of Syria and Palestine. HistoryWorld.Net. ციტირების თარიღი: 2009-06-22