ბაჰბუდას ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაჰბუდას ბაღი — ბაღი ძველ თბილისში.

ამ სახელწოდბით აქვს აღნიშნული ვახუშტი ბატონიშვილს კედლით შემოზღუდული ბაღი გარეთავლაბრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. XVII საუკუნის შუა ხანაში მეფე როსტომმა ზარაფთეუხუცესობა უბოძა თბილისის მცხოვრებ მდიდარ ვაჭარს ხოჯა ბეჰბუდას, ე.ი იჯარით გადასცა ზარაფხანა. ხოჯა ბეჰბუდა ბებეთაშვილების გვარის დამაარსებელი. მასვე ეკუთვნოდა ავლაბარში სასაფლაო ეკლესიით (ე. წ. ხოჯავანქში). სასაფლაოს გვერდზე ბეჰბუდას ბაღი გაუშენებია. მოსარწყავი წყალი მეფის თანხმობით მახათის მთიდან გამოუყვანია. ბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ლილოსკენ მიმავალი შარაგზა ჩაუდიოდა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ხევი საზღვრავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებაანი, თბ., 1985