ბაჰა ტაჰირი
ბაჰა ტაჰირი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 1935[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | კაირო |
საქმიანობა | ავტორი, მთარგმნელი, მწერალი და რომანისტი |
ენა | არაბული ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | კაიროს უნივერსიტეტი |
ჯილდოები | International Prize for Arabic Fiction |
ბაჰა ტაჰირი (არაბ. بهاء طاهر, დ. 1935, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი რომანისტი და მოთხრობების ავტორი. წერს არაბულად. 2008 წელს დაჯილდოვდა არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემიით.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაჰა ტაჰირი დაიბადა 1935 წელს, კაიროში.[5] დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი. 1975 წლიდან წერა აუკრძალეს,[6] რის გამოც ეგვიპტე დატოვა და აფრიკისა და აზიის მასშტაბით იმოგზაუროა მთარგმნელად სამუშაოს საშოვნელად.[6] 1980-1990-იან წლებში შვეიცარიაში ცხოვრობდა და გაერთიანებული ერებისთვის მთარგმნელად მუშაობდა.[5] შემდეგ ტაჰირი ეგვიპტეში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობს.
რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პალმების აღმოსავლეთით (1985) (არაბ. شرق النخيل) — ტაჰირის პირველი რომანი, რომელიც ნაწილ-ნაწილ გამოიცა.[6]
- Qalat Duha (1985) (არაბ. قالت ضحى).
- 'დეიდა საფია და მონასტერი (1991) (არაბ. خالتي صفية والدير) — ტაჰირის მესამე რომანი, რომელშიც მოქმედება ზემო ეგვიპტეში ხდება. სისხლის დავის გამო ახალგაზრდა მუსლიმი კაცი შურისძიებისგან თავის დასახსნელად თავშესაფარს კოპტურ მონასტერში პოულობს.
- სიყვარული გადასახლებაში (1995) (არაბ. الحب في المنفى) — მეოთხე რომანი, რომელიც 1982 წელს ლიბანში პალესტინელთა ხოცვა-ჟლეტის მოვლენებზეა დაფუძნებული.
- სინათლის წერტილი (2001)(არაბ. نقطة النور)
- დაისის ოაზისი (2007) (არაბ. واحة الغروب) — ტაჰირის მეექვსე რომანი. მასში მოქმედება XIX საუკუნის ეგვიპტეში ხდება, ბრიტანელების მიერ ქვეყნის ოკუპაციის დაწყებისას. ნაწარმოების პროტაგონისტი ნაციონალისტი ეგვიპტელი პოლიციელია, რომელიც ეგზისტენციალური კრიზისისგან იტანჯება.[7][8]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სახელმწიფო ჯილდო ლიტერატურაში — ეგვიპტის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო. (1998) [5]
- ჯუზეპე ესერბის პრემია — ნაშრომისთვის დეიდა საფია და მონასტერი. (2000)[5]
- არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემია — რომანისთვის დაისის ოაზისი'. ტაჰირი პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ეს პრემია მიიღო.[8]
პოლიტიკური ხედვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალგაზრდობაში ავტორი მემარცხენე ფრთის საქმიანობაში იყო ჩართული და გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტის განვითარების პროგრამას უჭერდა მხარს.[6] თვლიდა, რომ ანვარ სადათის მიერ ამ პოლიტიკის უარყოფა ეგვიპტეს განადგურებამდე მიიყვანდა.[6] ის საკუთარ თავს პანარაბისტს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელ არაბულ რეჟიმებს ბევრ კარგს ვერ ხედავს.[6] ტაჰირის აზრით, დასავლეთელებს არაბი მწერლების შემოქმედებაში ეგზოტიციზმის, გენდერული დისკრიმინაციისა და უმცირესობებს შორის პრობლემების ნახვა სურთ, მაგრამ ის ამ სტერეოტიპებს არ ეთანხმება.[6]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Bahaa Taher: Excerpts, articles, interviews and videos on the website of the Prague Writers' Festival
- A short profile of the writer
- An interview with the writer in Egyptian Today in which he talks about his life and Sunset Oasis დაარქივებული 2010-06-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #124964168 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Autoritats UB
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Bahaa Taher. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 EgyptToday. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ .:Middle East Online:::.. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ 8.0 8.1 Al-Ahram Weekly | Culture | Taher wins the 'Arabic Booker'