ბაჯითის სამების ეკლესია
ბაჯითის სამების ეკლესია | |
![]() ბაჯითის სამების ეკლესია | |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
რაიონი | საჩხერის რაიონი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ბაჯითი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
თარიღდება | X-XI სს. |
მასალა | თლილი ქვა და კირი |
ბაჯითის სამების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში.
ბაჯითის სამების ძველი ეკლესია ერთნავიანი მირე ბაზილიკაა. აგებულია თლილი ქვისა და კირისგან. ტაძრის სიძველეებია: კარედი ხატიდან დარჩენილი შუა ნაწილი უკარებოდ ფიცარზე ნახატი ხატებით ხარებისა, შობისა და სხვ., რომლის ზომებიცაა 26 სმ. X 19,5 სმ და დაზიანებული, ნათლისმცემლის ხატი, რომელიც ფიცარზეა დახატული (ზომები: 11,25 სმ. X 8,75 სმ.), ხუცურად ნაწერი, ფურცელნაკლები კურთხევანი.
ბაჯითის სამების ეკლესია X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული. სამხრეთის კარის მარჯვნივ წარწერა შემდეგნაირად იკითხება:
„ | [წ(წმიდა)ო სა]მებ-
აო ... მედ- ...... მისე ...... სამ[ე] 5.ბ(ი)ს .. შუაი დიყ .. ესექ [ვაი] ან .. მ და |
“ |
კარის მარცხენა მხარეს წარწერა შემდეგნაირად იკითხება:
„ | წ(მიდა)ო სამებ-
აო შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი ....უც(?) ეკ[ლ]ეს ...... აე |
“ |
დასავლეთის სარკმლის მარჯვნივ შემდეგი წარწერაა:
„ | ............[1]
გჲ(ორ)გი ესე ქ- ვაი მ(ა)თ მა- (ი)კჲ და |
“ |
სარკმლის მარცხენა მხარეს წარწერა ასე გამოიყურება:
„ | ....ყოშ. მ.
... ეა. მ- ისი (ა)რს ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი. |
“ |
ამ წარწერის სამხრეთით კიდევ ერთი წარწერაა:
„ | ............
............ ....მ...ლით ...ამას ეკლესიას 5. ... ირ ველს ავუ ... ძეგლის მე შა(ლ)ვამან დავ- დევ ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე. |
“ |
კიდევ ერთი წარწერა სამხრეთის კოზმიდზეა გაკეთებული:
„ | ............
.ე..ვანე და.... |
“ |
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ბაჯითის სამების ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
სექციების სია
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 216-218. ISBN 5-520-01575-9.
რესურსები ინეტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665 კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, თბილისი, 07.11.2006.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ამ სტრიქონზე ასოების ზედა ნაწილი მთლიანად წაჭრილია