ბახფანდაგი
იერსახე
| ბახფანდაგი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°35′49″ ჩ. გ. 44°01′19″ ა. გ. / 42.59694° ჩ. გ. 44.02194° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3037 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | მერგელოვანი თიხაფიქალი |
ბახფანდაგი — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადის — ჯომაღისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3037 მ. აგებულია ზედაიურული მერგელოვანი თიხაფიქლებით. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 384.