ვალერიან ბახტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბახტაძე, ვალერიან)
ეს სტატია ეკონომისტს ეხება. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწის შესახებ იხილეთ ბახტაძე, ვალერიან (ვალია).
ვალერიან ბახტაძე
მშობლიური სახელი ვალერიან ბახტაძე
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1905
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 21 ივლისი, 1974
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალერიან საბას ძე ბახტაძე (დ. 4 აგვისტო, 1905, ქუთაისი ― გ. 21 ივლისი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბახტაძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი სფეროა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორია, საქართველოს სახალხო მეურნეობის და ქართული საზოგადო-ეკონომიკური აზრის ისტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]